სააკაშვილმა ჩამოთვალოს თავისი დანაშაულებები და შევრიგდებით - ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზოგადად საყოველთაო შერიგების შესახებ ინიციატივა მნიშვნელოვანია და აუცილებელი ქვეყნისთვის, თუმცა მას გარკვეული წინაპირობები აქვს.
„ინიციატივა არის ზოგადად მნიშვნელოვანი და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის აუცილებელი ქვეყნისთვის, მაგრამ შერიგებას, მათ შორის პოლიტიკაში, აქვს თავისი წინაპირობები და ამის წინაპირობა არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სინანული და მონანიება. საუბარია ჩადენილი დანაშაულების გამო სინანულზე და ამ დანაშაულების მონანიებაზე. მე ასე წარმომიდგენია შერიგება. თუნდაც „ნაცმოძრაობასთან“. გამოდის მათი ლიდერი და ჩამოთვლის მის მიერ ჩადენილ დანაშაულს: ბიზნესის რეკეტი, რამდენ ადამიანს წაართვეს ქონება, რამდენი ადამიანი მოკლეს, მოსპეს სიცოცხლე, ზღვაში რომ აგდებდნენ, ფეხზე რომ აბამდნენ გირებს, ჩამოთვალონ ესენი. ასევე, გირგვლიანის საქმე, როგორ ჩააბარა ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის ფედერაციას. როგორ ხდებოდა ის, რომ 12-ჯერ მეტი ადამიანი კვდებოდა ციხეებში მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როგორ ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა. ჩამოთვალონ ეს დანაშაულები, მერე თქვან, რომ ისინი ინანიებენ და ამ დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა. ამას როგორც კი იტყვიან მაშინვე შევრიგდებით. ალბათ ქალბატონი სალომეც ამას გულისხმობდა, რა თქმა უნდა, ნაბიჯები უნდა გადაიდგას და უნდა მოვუწოდოთ კიდევ ერთხელ ამ პოლიტიკურ ძალას მოინანიოს მის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები. არა მარტო მოინანიოს, შემდეგ თქვას, რომ ამ დანაშაულების ჩამდენი პოლიტიკური ძალის ადგილი პოლიტიკაში არ არის. 48 მილიონს რომ მოიპარავ და კიდე პოლიტიკაში გინდა ყოფნა, ადამიანს რომ აწამებ და კიდევ პოლიტიკაში გინდა ყოფნა, შეკვეთას რომ მისცემ ადამიანის ცემის და მკვლელობის და კიდევ პოლიტიკაში გინდა ყოფნა, აქ რაზეა საუბარი?!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოვიდა. სალომე ზურაბიშვილმა პოლარიზაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვალდებულებების შესრულება, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ისინი, არასაკმარისი და არასრულყოფილი იქნება, თუ არ ვიპოვით პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დაძლევის გზას, რომლებმაც დაიპყრო ქვეყანა.
შეიძლება დაგაინტერესოთ:
🔵ჩამოშლა ხდება ერთ პოლიტიკურ პარტიაში და მას ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ირაკლი კობახიძე
🔵„წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს“ - გამოხმაურებები სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე
1792162018
ახალი ამბებიბექა ოდიშარია გიორგი ქარდავას: აიღეთ მაგალითი „ხალხის ძალისგან“ - შემოდით კონკრეტული ინიციატივით და ვიმსჯელოთ
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი ქარდავას მოუწოდა მაგალითი პარტია „ხალხის ძალი...
1792159555
ახალი ამბებიარასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნ...
1792157386
ახალი ამბებინოდარ ბოკერია: ჩვენი კონსტიტუცია იცავს პარტიების თავისუფლებას, თუმცა მკაფიოდ ავლებს ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს რეაგირება და პასუხი
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია პარტია „ლელოს“ წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა ისინი. ნოდარ ბოკერიამ ოპოზიციის წა...
1792156009
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5987 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1792154901
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვანი მოთამაშე უნდა იყოს
„სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს. მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვ...






























