ჩამოშლა ხდება ერთ პოლიტიკურ პარტიაში და მას ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თანამდებობის დატოვებაზე განცხადების გაკეთებამდე ეკატერინე ტიკარაძეს „ქართული ოცნების“ პარტიაში შეხვდა და ესაუბრა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდში არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა.
„ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი თავად განმარტა. პოლიტსაბჭოში წევრთა ფუნქციები პარტიის წესდებით არის განსაზღვრული. ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას, ეს პრემიერ-მინისტრზეა დამოკიდებული და მას უნდა დაველოდოთ. ვიდრე ტიკარაძის ბრიფინგი ჩატარდებოდა, ის პარტიაში იმყოფებოდა, მასთან შეხვედრა, საუბარი მქონდა. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. თუ რაიმე დამატებითი განმარტება გჭირდებათ, მას ჰკითხეთ. ჩამოშლა ხდება ერთ პოლიტიკურ პარტიაში და მას ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სწრაფი ტემპით ჩამოშლა ხდება ამ პარტიაში და სიამოვნებით დავაკვირდებით პროცესს. „ქართულ ოცნებაში“ ეს არ ხდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„მთავარი არხის“კითხვაზე: „როდის გადადგება თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილი“, კობახიძემ განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება, სერიოზული კითხვები დაუსვან.
„სერიოზული კითხვები რომ დასვათ, სჯობს. ნიკანორ მელიას ჰკითხეთ, როდის აპირებს პარტიის თავმჯდომარიდან გადადგომას ან როდის გადააყენებენ? ირაკლი ღარიბაშვილი მტრის ჯინაზე, კიდევ დიდი ხანი იქნება პრემიერის პოსტზე. გადადგომები მოიკითხეთ თქვენს პოლიტიკურ პარტიაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ტიკარაძის თქმით, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.
ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად 2019 წლის 18 ივნისს დაინიშნა.
შეიძლება დაგაინტერესოთ:
🔵სამსახურში "დამსაქმებელს" იმდენი გადავუხადე, ახლა უფასოდ როგორ დავთმო? - ემიგრანტის წერილი
🔵12 შემაშფოთებელი ფოტო 60-წლიანი შუალედით - რა ემართება დედამიწას?
🔵ნათია ფანჯიკიძე: „მაინც ერთმანეთს აბრალებენ წარუმატებლობას და ბარემ თანაბარ პირობებში ვაჩხუბოთ“
1788275376
ახალი ამბებიბათუმში ზღვაში გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს
4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმის ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, 29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი წყალში შე...
1788272453
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით
„აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი აცხადებს, აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გ...
1788272258
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ გურბანგელდიევთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა...
1788269421
საზოგადოებადაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის განმარტებით, საბა ბოჭორიშვილი ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ კლინიკაშიც კი მოხვდა, გივი გუდაძეს კი გულყრ...
1788268048
ახალი ამბები1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6250 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. პირველი სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6250 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6156 ლარი იყო. გამყარდა ევრო...






























