საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები ამოქმედდება

2025 წლის 3 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე, აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, საგამოცდო დღეებში, ავტობუსები საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელ მარშრუტებზე 06:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით მოემსახურებიან.
„ახლოვდება ეროვნული გამოცდები, მინდა აბიტურიენტებს წარმატებები ვუსურვო და მივაწოდო მათთვის საჭირო ინფორმაცია. 3 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ საგამოცდო პერიოდში, საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად, აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მერიის ცნობით, N39-ე, 175-ე, 177-ე, 199-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსების მარშრუტები მგზავრებს ალექსანდრე გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთიდან (მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის”- ის მიმდებარე ტერიტორია) მოემსახურებიან. N147-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან ( ანზორ აბულაშვილის ქუჩა). ხოლო N103-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „სამგორის“- ის ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი).
საგამოცდო პროცესი N39-ე, 103-ე, 175-ე, 177-ე, 199-ე საჯარო სკოლებში 23 ივლისის ჩათვლით, ხოლო N147 საჯარო სკოლაში პირველ აგვისტომდე გაგრძელდება.
1751294372
ახალი ამბებიზარქუა: ოპოზიცია შიმშილობს, რათა ოპოზიციას ხმა გააგონოს, ნონსენსია, ეს სიგიჟეა, წარმოიდგინეთ, ამათ ჰქონდათ ქვეყნის მართვაზე პრეტენზია
უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, რათა ოპოზიციას ხმა გააგონოს, ანუ, ერთმანეთს რომ გააგონონ ხმა. ეს ნონსენსია, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმი...
1751294288
საზოგადოებანათია მოდებაძე: მხოლოდ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების პროგრამებია საკმარისი იმ მუშაობის შესაფასებლად, რომელსაც კახა კალაძე, პირადი გადაწყვეტილებებითა და მისი გუნდი დიდი ძალისხმევის შედეგად ახორციელებენ
კახა კალაძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პოლიტიკის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების პრეზენტაცია წარადგინა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ნათია მოდებაძე წერს. როგორც...
1751289905
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7227 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7236 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1751288883
ახალი ამბებიგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. გივი მიქანაძე დღემდე პარლამენტის განათლებ...
1751288742
ახალი ამბებიპარლამენტის რიგგარეშე სესია 1-2 ივლისს გაიმართება
მიმდინარე კვირას პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. „საქართველოს პრე...