საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-დელიში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველო გეოპოლიტიკური ინტერესების გზაგასაყარზეა. პარტნიორებმა კი მისი პოტენციალის შესახებ უნდა იცოდნენ. ეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიუ-დელიში საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს განუცხადა.

მაკა ბოჭორიშვილმა შუა დერეფნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გამოწვევების ფონზეც კი, საქართველოს ეკონომიკა იზრდება. პირველი დიპლომატი ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

საქართველო გეოპოლიტიკური ინტერესების გზაგასაყარზეა. პარტნიორებმა კი მისი პოტენციალის შესახებ უნდა იცოდნენ. ეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიუ-დელიში საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს განუცხადა.

მაკა ბოჭორიშვილმა შუა დერეფნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გამოწვევების ფონზეც კი, საქართველოს ეკონომიკა იზრდება. პირველი დიპლომატი ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

„მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, რომლებიც აქვს საქართველოს, საქართველომ შეძლო, რომ იყოს ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა, შეძლო, რომ გაეტარებინა ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც დღეს საქართველოს შესაძლებლობას აძლევს ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი შუა დერეფნის განვითარებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით მდებარე ქვეყნებისთვის და რა თქმა უნდა, ეს კარგი შესაძლებლობა იყო, რომ საქართველოს სწორედ ეს მდგომარეობა, მდებარეობა და შესაძლებლობები კარგად დაინახონ ჩვენმა პარტნიორებმა და იფიქრონ იმაზე, რომ საქართველო არის სწორედ ის ადგილი, სწორედ ის დამაკავშირებელი გზა, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული მაშინ, როდესაც საუბარი შეეხება დაკავშირებადობის განვითარებას და ახალი გზების ძიებას.

ზოგადად, ასეთი ფორუმები იძლევა კარგ შესაძლებლობას პარტნიორებთან გვქონდეს კომუნიკაცია, მივაწვდინოთ ჩვენ პარტნიორებს ხმა, საქართველოს პოზიციები, თუნდაც ის პოზიციები, რის გამო საქართველო უსამართლო კრიტიკის ქარ-ცეცხლში იყო მოქცეული დიდი ხნის განმავლობაში და ხშირად ახლაც გვესმის ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან ასეთი კრიტიკა. რა თქმა უნდა, ეს არის კარგი შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ჩემს კოლეგებთან მქონდეს საუბარი, სცადონ მათ რეალობას შეხედონ კარგად, რეალური სიტუაცია აღიქვან და ნუ იხელმძღვანელებენ აღქმებით, რასაც ისინი ძალიან ხშირად აპელირებენ ხოლმე აღქმებზე, რომ ძალიან რთულია აღქმების შეცვლა. რა თქმა უნდა, თუ ისინი შექმნიან ამ აღქმებს, შემდგომ უკვე ძალიან რთულია ამ აღქმებთან გამკლავება, ამიტომ კარგი შესაძლებლობაა, რომ მათ მივაწოდოთ რეალური სიტუაციის შესახებ ინფორმაცია, რეალურად თუ რა წუხილები აქვს საქართველოს, რა უნდა საქართველოს და რისთვის ვიბრძვით“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746732706

საზოგადოება

კახა კალაძე: ირაკლი კობახიძე არის ღირსეული ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი, ყველა მის წამოწყებაში წარმატებას ვუსურვებ

მინდა ირაკლი კობახიძე წარმატებები ვუსურვო, ის მართლაც ღირსეული ადამიანია. ირაკლი კობახიძე არის თავისი საქმის პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი და ყველა მის წამოწყებაში წარმატებას ვუსურვებ, - განა...

კახა კალაძე

1746731830

ახალი ამბები

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდას ეძებენ. „ინფო იმერეთის” ინფორმაციით, 19 წლის გოგონა მდინარეში ე.წ. ბალახვანის ხიდიდან გადახტა. ადგილზე მობილიზებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშ...

ააა

1746729956

საზოგადოება

საპატრიარქო: შეშფოთებას გამოვხატავთ ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ ღვთის მგმობელ წარმოდგენასთან დაკავშირებით

„მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცეს და გაიაზროს პასუხისმგებლობა იმ სულიერი ფესვებისადმი, რომლებიც ადამიანის სულის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, საზოგადოების მოვალეობაა, მართებულად შეაფასო...

შენობა

1746728531

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, „თბილისი არენაზე“ საქართველოსა და საბერძნეთის ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო. თამაში საქართველოს ნაკრ...

პრემიერ-მინისტრ

1746728457

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „გილოცავთ, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები, ზედიზედ მ...

მიხეილ ყაველაშვილი