კახა კალაძე: მე ვარ ერთი რიგითი ჯარისკაცი ამ გუნდის, ვემსახურები ჩემს ქალაქს, თბილისელებს და რასაც გადაწყვეტს პოლიტიკური საბჭო, თუ ვინ უნდა იყოს თბილისის მერობის კანდიდატი, საზოგადოებისთვის ეს ცნობილი გახდება

2017 წლიდან ვარ დედაქალაქის მერი და ბევრი მაგარი პროექტი იქნა განხორციელებული. ეს არ არის მხოლოდ ჩემი დამსახურება, ჩემს უკან დგას 30 000 - მდე ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად დაუღალავად მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო მოწესრიგებული, მწვანე, განახლებული, საცხოვრებლად კომფორტული და ამისთვის მინდა ყველა ჩემს თანამშრომელს გადავუხადო მადლობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„მე მაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ცენტრალური მთავრობის მხრიდან, რაც იგრძნობოდა მთელი ამ წლების განმავლობაში. მაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მხრიდან, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, პრემიერ-მინისტრის თანადგომა. მე ამას ძალიან ვაფასებ და ის პროექტები, რაც ხორციელდება და რაც გაკეთდა ქალაქში, არის იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია.
მე ვარ ერთი რიგითი ჯარისკაცი ამ გუნდის, ვემსახურები ამ შემთხვევაში ჩემს ქალაქს, ვემსახურები თბილისელებს და რასაც გადაწყვეტს პოლიტიკური საბჭო, თუ ვინ უნდა იყოს კანდიდატი თბილისის მერობის, რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის ეს ცნობილი გახდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1746731830
ახალი ამბებიქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ
ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდას ეძებენ. „ინფო იმერეთის” ინფორმაციით, 19 წლის გოგონა მდინარეში ე.წ. ბალახვანის ხიდიდან გადახტა. ადგილზე მობილიზებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშ...
1746729956
საზოგადოებასაპატრიარქო: შეშფოთებას გამოვხატავთ ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ ღვთის მგმობელ წარმოდგენასთან დაკავშირებით
„მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცეს და გაიაზროს პასუხისმგებლობა იმ სულიერი ფესვებისადმი, რომლებიც ადამიანის სულის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, საზოგადოების მოვალეობაა, მართებულად შეაფასო...
1746728531
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრმა საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, „თბილისი არენაზე“ საქართველოსა და საბერძნეთის ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო. თამაში საქართველოს ნაკრ...
1746728457
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „გილოცავთ, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები, ზედიზედ მ...
1746728188
მსოფლიოტრამპი: ვულოცავ კარდინალ რობერტ ფრენსის პრევოს - რა დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია
ვულოცავ კარდინალ რობერტ ფრენსის პრევოს, რომელიც ახლახან აირჩიეს პაპად - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „რა დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია. რა დიდი პატივი...