"სახელი და გვარი რომ არ ეწეროს ზედ, ვერ გაარჩევ სალომე ზურაბიშვილს სალომე სამადაშვილისგან" - კობახიძე პრეზიდენტს ბოლო განცხადებების გამო აკრიტიკებს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ბოლოდროინდელი განცხადებების გამო კვლავ აკრიტიკებს.

"პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ამ დღეების განმავლობაში, საქართველოს საწინააღმდეგო კამპანიას ეწევა. მისი განცხადებები, რომ ვართ ჩამორჩენილი და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას ემსახურება.

ჩამორჩენილი თუ არის ქვეყანა, გამოდის, რომ კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს.

სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით დასულია სალომე სამადაშვილის დონეზე, რაც ძალიან სამწუხაროა.

სახელი და გვარი რომ არ ეწეროს ზედ, ვერ გაარჩევ სალომე ზურაბიშვილს სალომე სამადაშვილისგან.

რატომ ხდება ეს - ამასთან დაკავშირებით ჩვენი ეჭვები გვაქვს, მაგრამ სიღრმეში არ შევალ", – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ წევრისა და ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ სალომე ზურაბიშვილის დაწყევლასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, კობახიძემ განაცხადა:

"კონკრეტულ სიტყვებზე კომენტარს ვერ გააკეთებს, მაგრამ, ზოგადად, მისი თანაპარტიელები ძალიან გულდაწყვეტილები არიან იმ ყველაფრით, რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს.

ჩვენ ვეუბნებოდით მათ, რომ ზურაბიშვილი იყო წარდგენილი როგორც ზეპარტიული კანდიდატი და რეალურად, ის ასე მოქმედებდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა, ვხედავთ, რომ დღეს ის პოზიციონირებს როგორც სალომე სამადაშვილი", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს, მას შემდეგ რაც ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის წლიური ანგარიში წარადგინა, ბრიფინგი გამართა და პრემიერი ღარიბაშვილი, პარლამენტში გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

ასევე დაგაინტერესებთ: 

* ოხანაშვილი: თუ ქალბატონ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ასეთი აგდებული დამოკიდებულებით და რიტორიკით უნდა ესაუბროს საქართველოს პარლამენტს, მით უარესი ამ ინსტიტუტისთვის 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752767135

საზოგადოება

„1 პოლიციელი ცულით, 2 კი დანით დაჭრეს“ - ხელთუბანში დაკავებულ 5 პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში მომხდარი, პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმის და წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე 5 პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შ...

ლენტა

1752765033

ახალი ამბები

პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი, პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმის და წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე 5 პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში მომხდარი, პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმის და წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე 5 პირს ბრალი წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა...

პროკურატურაპროკურატურა

1752764420

ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის უწყების წარმომადგენლები 30-წლიანი სამსახურისთვის უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს....

თავდაცვის მინისტრმ

1752764376

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა იმ მნიშვნელოვან საკითხებსა და პროექ...

მარიამ ქვრივიშვილ

1752762476

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: ევროპიდან გვეუბნებიან, ჩვენ გავაკეთებთ საქართველოში ყველაფერს რევოლუციური სცენარების განხორციელებისთვის, უკანონო ქმედებების წახალისებისთვის და ეს თქვენმა მოქალაქეებმა არ უნდა იცოდნენ - ეს ჩვენთვის მიუღებელია

ევროპიდან გვეუბნებიან, ჩვენ გავაკეთებთ საქართველოში ყველაფერს რევოლუციური სცენარების განხორციელებისთვის, უკანონო ქმედებების წახალისებისთვის და ეს თქვენმა მოქალაქეებმა არ უნდა იცოდნენ - ასეთი ქმედებები...

თენგიზ შარმანაშვილი