„სახელმწიფო, რომელსაც ხალხი უნდა დაეცვა, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით იქცა ძალად, რომელიც ამ ხალხს სჯიდა“ - დავით კოდუა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ზუგდიდის დელეგატი დავით კოდუა, მიხეილ სააკაშვილისთვის ელიტური კორუფციის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.

„ქართულმა მართლმსაჯულებამ მიხეილ სააკაშვილს ე.წ. კორუფციასთან მებრძოლს, ელიტური კორუფციის საქმეზე 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ყველა ვხედავდით, ყველას გვესმოდა ის ბოროტება და სისასტიკე რასაც 9-წლიანი რეჟიმი ჩვენს ქვეყანასა და ხალხს უკეთებდა, თუმცა ამის სამართლებრივი შეფასება არის, უმთავრესი ჩვენი ქვეყნის მომავლისა და სამართლიანობის აღდგენისთვის.

მიხეილ სააკაშვილი, მისივე დანაშაულებრივი გუნდის წევრებთან ერთად წარმოადგენდა ამ ქვეყანაში სამოქალაქო ტერორის, ადამიანის უფლებების დარღვევის, საკუთრების უფლების ხელყოფის, საქართველოს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ტერიტორიის კოდორის ხეობის ჩაბარების, მოწინააღმდეგეების ფიზიკური განადგურების - მთავარ შემოქმედს.

ჩვენს რეგიონს კარგად ახსოვს ზღვაში ჩაძირული პაატა ქარდავა, გოგიტა აბულაძე, დავით ცინდელიანი; ჩვენ კარგად გვახსოვს ოდიშის ტყეში მიწისქვეშ მოწყობილი წამების ადგილი, სადაც ადამიანებს აუპატიურებდნენ, ვიდეოთი იღებდნენ და აშანტაჟებდნენ; ჩვენ კარგად გვახსოვს ქონების ჩამორთმევის, ე.წ. ღამის პროკურატურის, ანაკლიაში მიწების მასიური გადაფორმების საქმეები. სახელმწიფო, რომელსაც ხალხი უნდა დაეცვა, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით იქცა ძალად, რომელიც ამ ხალხს სჯიდა და პროპაგანდით მისივე მოსახლობისგან მტრის ხატს ქმნიდა!

ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ამ რეჟიმს, და უარს ეუბნება უკვე 12 წელია, ხალხი ბრძენია კარგად იცის და კარგად ახსოვს თუ რას წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“.

საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი ბოროტების შემოქმედის მიხეილ სააკაშვილის და მისი სისტემის დამარცხება ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შეძლო. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა წარმოუდგენელი ამბავი ფაქტად აქცია, ამით კი საქართველო იხსნა და მრავალი წლის წინ ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ეროვნული ფორმულა „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ - აღასრულა“, - წერს დავით კოდუა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741790317

საზოგადოება

ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი 18 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 5 ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოქალაქეთა კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლ...

სასამართლო

1741790185

ახალი ამბები

მარიამ ლაშხმა გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიასა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ყოველწლიურ საპარლამენტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა 10-12 მარტს, ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW)...

მარიამ ლაშ

1741788989

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ

მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ო...

ლევან მაჭავარიან

1741785744

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7775 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7894 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ვალუტის კურსი

1741784754

ახალი ამბები

გორში მანქანა ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა

გორში, წმინდაწყალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება ს...

პოლიცია