სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში უცხოეთიდან მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს. ამანათიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი 200-მდე კაფსულა.
მეორე ბრალდებული სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი ხელბარგის შემოწმებისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო „მეთადონისა“ და „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალებები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1793392551
მსოფლიოკანადის პრემიერ-მინისტრი: კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და ევროკავშირი მუშაობენ პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, რაც კანადას ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრის სტატუსის მოპოვებაში...
1793390959
ახალი ამბები„თუ ყვირილს დაუწყებ, საკუთარ თავში იკეტებიან, ყვირილით შედეგს ვერ მიაღწევ“ - ვილი სანიოლი ქართველ ფეხბურთელებზე
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, ფრანგულ YouTube არხზე Nouvelle Énergie (დავიდ ლინართან ერთად) გასულ ინტერვიუში ქართველი სპორტსმენების ფსიქოლოგიასა და მათთან მუშაობის სპ...
1793390131
მსოფლიომეზღვაურების გაფიცვის გამო, საბერძნეთის შვიდი კუნძული გარე სამყაროს სრულად მოწყდა
მეზღვაურების 24-საათიანი გაფიცვის გამო, საბერძნეთში ბორნების მოძრაობა ფაქტობრივად შეჩერებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ევროპული პრავდა“ ERT News-ზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია წერს...
1793388683
მსოფლიო„ჰუსიტებმა“ ბალისტიკური რაკეტებით ადენის აეროპორტი და მააშიკის საპრეზიდენტო სასახლე დაბომბეს
იემენის მთავრობის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერის მაჯედ ალ-ნუზაილის განცხადებით, ირანთან მოკავშირე „ჰუსიტების“ დაჯგუფებამ ბალისტიკური რაკეტებით ქალაქ ადენის საერთაშორისო აეროპორტი და მააშიკის საპრეზ...
1793387718
მსოფლიოსაფრანგეთის შს მინისტრი დაგეგმილ აქციებზე: განსაკუთრებით შემაშფოთებელია მოწოდებები, რომლებშიც აჯანყებასა და რევოლუციაზეა საუბარი
საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი აცხადებს, რომ 31 ოქტომბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციების დროს მაღაზიების ძარცვისა და მასობრივი არეულობის მაღალი საფრთხე არსებობს და ზოგიერთი ჯგუფი ჰელოუინის დღესა...





























