მედია: პოლონეთის პრეზიდენტი წინააღმდეგობის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შევიდა
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ გვიან ღამით ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შესვლა, წინააღმდეგობის მიუხედავად მოახერხა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში პრეზიდენტის წარმომადგენლებსა და იქ მყოფ პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ანა კორვინ-პიოტროვსკას განცხადებით, მათ ხელი შეუშალეს სასამართლოს საერთო კრების მოწვევას, რომელშიც ყველა მოსამართლეს უნდა მიეღო მონაწილეობა. შედეგად, სასამართლომ გადაწყვეტილებების მიღება ვერ შეძლო.
„დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ანა კორვინ-პიოტროვსკამ პრეზიდენტს რამდენჯერმე შესთავაზა, სახელმწიფო ინსტიტუტების თანამდებობის პირებისთვის შესაფერის, უსაფრთხო გარემოში შეხვედროდნენ. პრეზიდენტმა მასთან ფიზიკური დაპირისპირების გზა აირჩია“, - იუწყება მედია.
მანამდე, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00 საათზე, პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი სენეგალში ვიზიტის შეწყვეტის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა.
პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც გუშინ გვიან ღამით სასამართლოს საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკამ ერთი თვით უფლებამოსილება შეუჩერა სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ბოგდან სვენჩკოვსკის და მის მოადგილეს ბართლომე სოხანსკის. ამ გადაწყვეტილებამ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. ადამიანებმა სასამართლოს შენობასთან აქცია გამართეს, რომელიც დაკავებებით დასრულდა.
1793388683
მსოფლიო„ჰუსიტებმა“ ბალისტიკური რაკეტებით ადენის აეროპორტი და მააშიკის საპრეზიდენტო სასახლე დაბომბეს
იემენის მთავრობის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერის მაჯედ ალ-ნუზაილის განცხადებით, ირანთან მოკავშირე „ჰუსიტების“ დაჯგუფებამ ბალისტიკური რაკეტებით ქალაქ ადენის საერთაშორისო აეროპორტი და მააშიკის საპრეზ...
1793387718
მსოფლიოსაფრანგეთის შს მინისტრი დაგეგმილ აქციებზე: განსაკუთრებით შემაშფოთებელია მოწოდებები, რომლებშიც აჯანყებასა და რევოლუციაზეა საუბარი
საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი აცხადებს, რომ 31 ოქტომბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციების დროს მაღაზიების ძარცვისა და მასობრივი არეულობის მაღალი საფრთხე არსებობს და ზოგიერთი ჯგუფი ჰელოუინის დღესა...
1793386003
მსოფლიოსაპროტესტო აქციები იტალიაში - სამართალდამცველებთან შეტაკებები რამდენიმე ქალაქში მოხდა
იტალიაში ათიათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა, - ამის შესახებ ANSA იუწყება. სტუდენტები, სატვირთო მანქანების მძღოლები, ფერმერები და სხვა მუშები დიდი ქალაქების - რომის, ტურინის, პალერმოს, მილა...
1793384445
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ძალადობის გამართლებას, მსხვერპლთა ტკივილის გაუფასურებასა და ხალხის სუვერენული ნების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს შესაბამისი კონსტიტუციური შეფასება უნდა მიეცეს
„თავისივე წამოცდენით გააქარწყლეს ერთკვირიანი კამპანია თითქოს ვერ იგებდნენ რომელ პარტიას რა ნაწილში ვედავებით კონსტიტუციის დარღვევას“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდ...
1793384376
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჰანს კლუგეს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს ჰანს კლუგეს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრც...






























