„თუ ყვირილს დაუწყებ, საკუთარ თავში იკეტებიან, ყვირილით შედეგს ვერ მიაღწევ“ - ვილი სანიოლი ქართველ ფეხბურთელებზე
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, ფრანგულ YouTube არხზე Nouvelle Énergie (დავიდ ლინართან ერთად) გასულ ინტერვიუში ქართველი სპორტსმენების ფსიქოლოგიასა და მათთან მუშაობის სპეციფიკაზე დეტალურად ისაუბრა.
ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, როდესაც უცხო ქვეყანაში მიდიხარ, შეუძლებელია ყველაფერი საკუთარი სურვილისამებრ წარმართო. აუცილებელია ადგილობრივი ტრადიციების, მენტალიტეტისა და ფეხბურთისადმი არსებული ხედვის პატივისცემა.
სანიოლის თქმით, მას ჰქონდა მთავარი უპირატესობა - დრო, რაც გუნდის მშენებლობის პროცესში გადამწყვეტი აღმოჩნდა.
გასახდელში არსებულ ატმოსფეროზე საუბრისას, ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ქართველ მოთამაშეებთან მკაცრი რიტორიკა არ ამართლებს.
„ქართველები სრულიად განსხვავებული კულტურის ხალხია. თუ მათზე ყვირილს დაიწყებთ საკუთარ ნაჭუჭში იკეტებიან და აღარაფერი ესმით. ოდნავ თინეიჯერებივით იქცევიან. შესაბამისად, როდესაც გაბრაზებულიც ხარ, იძულებული ხდები უფრო რბილი ლექსიკა მოძებნო. ეცადო, ემოციები გვერდზე გადადო და ყურადღება უშუალოდ შესასრულებელ ამოცანასა და სამუშაოზე გადაიტანო“, - აცხადებს სანიოლი.
მიუხედავად ფსიქოლოგიური თავისებურებებისა, ფრანგმა აღნიშნა, რომ ეროვნულ ნაკრებში მისი ხელმძღვანელობით მოთამაშე ფეხბურთელები მოედანზე მაქსიმალურ ენერგიას ტოვებდნენ.
„ზოგჯერ ეს გაამართლებს, ზოგჯერ - ვერა, თუმცა მთავარი მიზანი მაინც ესაა: ბოლომდე დაიხარჯო და ყველაფერი გაიღო. დასასრულს კი ვიტყოდი, რომ გამარჯვება ყოველთვის ჩვენი კუთვნილება არ არის“, - განაცხადა სანიოლმა.
1793384445
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ძალადობის გამართლებას, მსხვერპლთა ტკივილის გაუფასურებასა და ხალხის სუვერენული ნების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს შესაბამისი კონსტიტუციური შეფასება უნდა მიეცეს
„თავისივე წამოცდენით გააქარწყლეს ერთკვირიანი კამპანია თითქოს ვერ იგებდნენ რომელ პარტიას რა ნაწილში ვედავებით კონსტიტუციის დარღვევას“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდ...
1793384376
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჰანს კლუგეს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს ჰანს კლუგეს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრც...
1793380900
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულმა საჯარო სხდომებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობა
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილ სარჩელს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა და მიმდინარე კვირების განმავლობაში გამართული...
1793379581
ახალი ამბებიზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულება, მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამების მიმდინარეობა, რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და 2027 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა...
1793378931
მსოფლიოისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზაში ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად „ჰამასის“ ორი იარაღის საწყობი განადგურდა
ისრაელელი სამხედროების ცნობით, 29 ოქტომბერს, ღამით ღაზას სექტორში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად „ჰამასის“ ორი იარაღის საწყობი განადგურდა. „ჰამასი“ ღაზას ცენტრში, ბურეიჯის ბანაკსა და ღაზას...






























