სამმა პირმა კაცს 4 000 ლარი მოსთხოვა, უარის გამო ის სცემეს და მოკვლით დაემუქრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და კახეთში ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვასა და ძალადობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 3 პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, 1976 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ქ.ხ.-ს ბრალი ედება ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში, ხოლო წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები - 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1975 წელს დაბადებული თ.ღ. ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით არიან დაკავებული.
დანაშაულები 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქე ე.ბ.-ს, ძალადობის გამოყენების მუქარით, 4000 ლარი მოსთხოვეს. გ.ბ. და თ.ღ. კონკრეტულ ვადაში თანხის გადაუხდელობის მოტივით დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ და სხეულზე დაზიანებები მიაყენეს. შემდგომი ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, ე.ბ.-მ მოთხოვნილი თანხა ბრალდებულებს გადასცა.
სამართალდამცველებმა სამივე პირი თბილისსა და კახეთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს. პოლიციამ გ.ბ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი და 18 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. ქ.ხ.-ს და თ.ღ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას და ძალადობას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე წაიკითხეთ:
🔵ხატების კუთხეში რომ გიდევთ დამტვერილი ბიბლია, რა დანიშნულება აქვს მას? - დომენიკ მანგო
🔵ღმერთს პუტინის სიკვდილს კი ნუ ვთხოვთ, კარგი არტილერია უნდა ვთხოვოთ - რომან გოცირიძე
1754139109
საზოგადოებამეუფე შიო: უწმინდესი გახდა ჩვენთვის მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა
უწმინდესი და უნეტარესი გახდა ჩვენთვის სახე და მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა და ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქ...
1754136143
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: შემაშფოთებელია, შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ, ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების საკითხის, ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად დასახელება, რაც ეწინააღმდეგება გაწევრიანების ფორმალურ მოთხოვნებს
შემაშფოთებელია, შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ, ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების საკითხის, ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად დასახელება, რაც ეწინააღმდეგება გაწევრიანების ფორმალურ მოთხოვნე...
1754136070
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით
მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან...
1754135851
საზოგადოებასაპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქს: გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს, რათა კიდევ დიდხანს გეწინამძღვროთ და გეღვაწოთ
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში პატრიარქს ანგელოზის დღეს ულოცავს. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა...
1754133603
ახალი ამბებიპროკურატურა: ნინო დათაშვილის ფსიქოლოგიური ესპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით
საქართველოს პროკურატურა ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. განცხადების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე, დაცვის მხარემ წარადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის...