ღმერთს პუტინის სიკვდილს კი ნუ ვთხოვთ, კარგი არტილერია უნდა ვთხოვოთ - რომან გოცირიძე

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ნაცმოძრაობის წევრი რომან გოცირიძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:
"ორ კვირაში ერთხელ, სერიოზული თუ არასერიოზული სააგენტოები, სერიოზული თუ არასერიოზული ადამიანები ავრცელებენ მსგავს ინფორმაციას და მერე სულმოუთქმელად ელოდებიან მის დადასტურებას უკვე ნამდვილად სერიოზულებისაგან.
წუხელ ჩაირთო მოლოდინის რეჟიმი და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი არ გამოჩნდება სადმე სპორტულ დარბაზში ან კრემლის კორიდორში. ბევრი დაიჯერებს, რომ არ მომკვდარა, ზოგი იფიქრებს, რომ მისი ორეულია, ზოგიც დარწმუნებულია იმაში, რომ ვიდეომონტაჟია, ”ღრმა ტექნოლოგიების” პროდუქტი. ბევრს სჯერა, რომ პუტინი დიდი ხნის მკვდარია და მისი ორეულებით მართავენ ქვეყანას, ოღონდ იმას არ ამბობენ, ვინ მართავს, დებილი შოიგუ თუ ჩლუნგი ლავროვი.
იმათ, ვისაც ამ სისულელეების არ სჯერათ, იმაში ღრმად არიან დარწმუნებულები, რომ პუტინი მძიმედაა ავად.
მოკლედ, მთელი მსოფლიო ღმერთის კეთილ ნებაზეა მინდობილი, ნაცვლად იმისა, რომ ხელი გაანძრიონ და ეშველოთ.
ღმერთს პუტინის სიკვდილს კი ნუ ვთხოვთ, კარგი არტილერია უნდა ვთხოვოთ, თანაც შორსმსროლელი, მთლად უკეთესი-თუ ძალიან შორსმსროლელი",-წერს, რომან გოცირიძე.
ასევე წაიკითხეთ:
🔵ხატების კუთხეში რომ გიდევთ დამტვერილი ბიბლია, რა დანიშნულება აქვს მას? - დომენიკ მანგო
1754146379
ახალი ამბებიგიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს
არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისი...
1754144505
საზოგადოებათბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ბალახსა და ხეებს ეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველები.
1754143204
მსოფლიოაზერბაიჯანმა სირიაში თურქეთის გავლით გაზის ექსპორტი დაიწყო
აზერბაიჯანმა სირიაში თურქეთის გავლით ბუნებრივი აირის ექსპორტი დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. სპეციალური ღონისძიება თურქეთის ქალაქ კილისში გაიმართა. მასში მონაწილეობა აზერბაიჯანის,...
1754141325
ახალი ამბებითბილისში მომხდარ ავარიას სკუტერის მძღოლი ემსხვერპლა
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ცინცაძის ქუჩაზე ავტომობილი და სკუტერი ერთმანეთს დაეჯახა, რის შედეგადაც სკუტერის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. როგორც შსს-ში აცხადებენ...
1754139184
ახალი ამბებითბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ბალახსა და ხეებს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ხანძრ...