„საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, მოლდოვას კი აქვს, მოლდოვა დსთ-ს წევრია და ამას არავინ აკრიტიკებს“ - ირაკლი კობახიძე

„დიდი პრობლემებია საერთაშორისო მედიაში, კონკრეტულად ევროპულ მედიაში, ჩვენ გვაქვს ინფორმაციაზე დაფუძნებული განცდა, რომ ევროპული მედია საკმაოდ კოორდინირებულია გლობალური ომის პარტიასთან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპულ მედიაში დიდი კოორდინაციაა საქართველოს წინააღმდეგ ყალბი ამბების გასავრცელებლად, რასაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო.

„საუბარია ევროპული მედიაარხების უმეტესობაზე, არა ყველა არხზე, მაგრამ მედიასაშუალებების უმეტესობა კოორდინაციის ქვეშაა. ყალბი ამბები ძალიან აქტუალურია საქართველოსთან მიმართებაში, საერთაშორისო მედიას აქვს საერთო კოორდინაცია და ცენზურა.

ევროპულ მედიაში დიდი ცენზურაა, დიდი კოორდინაციაა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბევრი ყალბი ამბების გასავრცელებლად, რასაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. მაგრამ რეალური ვითარება ისაა, რომ ჩვენ ისევ პრო-ქართველები ვართ და კონცენტრირებულები ვართ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე.

მე შემიძლია ერთი კონკრეტული მაგალითი მოვიყვანო, რომელიც აჩვენებს, რამდენად არარეალურია ინფორმაცია და საერთაშორისო მედია.შევადაროთ ერთმანეთს საქართველო და მოლდოვა. როდესაც საერთაშორისო მედია მოლდოვას შესახებ წერს, ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე პროევროპული, პროდასავლური ქვეყანა, რუსეთის ძლიერი მოწინააღმდეგე და ა.შ. მაგრამ ფაქტები შემდეგია:

საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, მოლდოვას კი აქვს. მოლდოვა დსთ-ს წევრია და ამას არავინ აკრიტიკებს. დსთ არის მთავარი სახელმწიფოთაშორისი გაერთიანება რუსეთის ქოლგის ქვეშ.

საქართველო არ არის დსთ-ს ნაწილი. ბევრი კრიტიკის მოსმენა მოგვიწია, მათ შორის, ევროპარლამენტის მხრიდან, როდესაც ისინი იღებდნენ ამ ხუთ განსხვავებულ რეზოლუციას იმის შესახებ, რომ საქართველო არ აწესებდა სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

მაგალითად, ევროპარლამენტის მეხუთე რეზოლუცია საქართველოს შესახებ პირდაპირ გვეუბნება, რომ სანქციები შემოვიღოთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსაც არ აწესებს.

მაგრამ ევროპარლამენტის, ევროკომისიის, ევროსაბჭოს და ა.შ წარმომადგენლის ვერც ერთ განცხადებას ვერ ნახავთ მოლდოვას შესახებ, საერთაშორისო მედიაში კრიტიკას ვერ ნახავთ.

ჩვენ, ორივე, არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საქართველოს მიმართ საკმაოდ ბევრი კრიტიკაა. ნული - მოლდოვას შესახებ. ასე რომ, ეს ორმაგი სტანდარტებია.

როდესაც ვსაუბრობთ საქართველოსა და მოლდოვის ხალხებზე, საქართველოში ევროინტეგრაციის მხარდაჭერა 80%-ზე მეტია და ეს ასევე ხელისუფლების დამსახურებაა. ასე რომ, 2012 წლიდან, როცა მმართველი პარტია გავხდით, თანმიმდევრულად ვამბობთ, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირში.

სწორედ ჩვენმა პარტიამ, მმართველმა პარტიამ, ჯერ კიდევ 2017 წელს შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება, სადაც ნათქვამია, რომ ევროინტეგრაცია ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ამოცანა უნდა იყოს,”- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციური მიზანია.

„ამჟამად, ჩვენი გადაწყვეტილების წყალობით, ევროინტეგრაცია არ არის მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების, ან ხელისუფლების ერთგვარი არჩევანი, ან უბრალოდ პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრული, არამედ ეს არის საქართველოს კონსტიტუციური მიზანი.

ეს მიზნები ჩვენ კონსტიტუციაში დავაფიქსირეთ. ეს ჩვენი გადაწყვეტილება იყო. ხოლო ოპოზიცია, რომელიც ახლა ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული, არასაკმარისად პროევროპული, მათ ხმა არ მისცეს შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებებს. ასე რომ, ეს არის სიმართლე, დანარჩენი მხოლოდ სპეკულაციაა.

როცა მოლდოველ ხალხზე ვსაუბრობთ, მაშინ როცა საქართველოში ევროინტეგრაციის მხარდაჭერა საზოგადოებაში 80%-ზე მეტია. მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმი ევროკავშირის საკითხზე და მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45%-მა, ვგულისხმობ მუდმივ მოსახლეობას, მისცა ხმა ევროკავშირში ინტეგრაციას.

ახლა კი ეს ხალხი, ევროპარლამენტი, ევროკომისია, ზოგი ბიუროკრატი, ზოგი ყოფილი ბიუროკრატი და პოლიტიკოსი აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციიდან ამბობდნენ, რომ მოლდოვა არის პროევროპული და რუსეთის წინააღმდეგ, საქართველო კი ანტიევროპული და პრორუსული ქვეყანაა.

ასე რომ, ხედავთ, რამდენად მკაცრია ეს ჯგუფები. მაგრამ კიდევ ერთხელ, არის უზარმაზარი კოორდინაცია საერთაშორისო მედიაში, ბევრი ცენზურა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მედიის თავისუფლებასთან, რაც არაფერ შუაშია სიტყვის თავისუფლებასთან, ეს მხოლოდ ყალბი ამბებია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკური სივრცისთვის და განსაკუთრებით ევროპული მედიისთვის,”- განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1739265339

ახალი ამბები

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 16 229-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 65.8 მლნ ლარი

საპენსიო სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 591 ათასი ადამიანია. სააგენტოს ცნობით, 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პ...

იტალია

1739262605

ახალი ამბები

2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ „კორუფციის აღქმის ინდექსი 2024“ გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ...

კორუფცია

1739260671

ახალი ამბები

„თბილისი ენერჯი“ გაზის აღდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„თბილისი ენერჯის“ განცხადებით, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება. კომპანია აბონენტებს თხოვნით მიმართავს, გადაკეტონ გაზის ონკანები. „თბილი...

„თბილისი ენერჯი“

1739257999

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, სიტყვით მიმართოს გლობალურ ლიდერებს და წარუდგინოს ჩვენი ქვეყნის შედეგები

 დღეს დაიწყო გლობალური მთავრობათა სამიტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მონაწილეობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისა და პოზიციონირებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის...

მარიამ ქვრივიშვილი

1739219255

მსოფლიო

„გამოიკვეთა არარჩეული ბიუროკრატიის მასობრივი ძალისხმევა, რომელიც ცდილობს დაუპირისპირდეს არჩეულ პრეზიდენტს, კონგრესსა და სენატს“ - ილონ მასკი

გამოიკვეთა არარჩეული ბიუროკრატიის მასობრივი ძალისხმევა, რომელიც ცდილობს დაუპირისპირდეს არჩეულ პრეზიდენტს, კონგრესსა და სენატს, - განაცხადა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში ა...

ილონ მასკი