საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულქადირ ურალოღლუს შეხვდა, რომელიც თბილისში საქართველო-თურქეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-6 სხდომის ფარგლებში იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. აღინიშნა ერთობლივი ეკონომიკური კომისიის როლი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში.

საუბრისას განიხილეს რეგიონული და სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს კავშირების გაძლიერებას.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგს და ამ გზით რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754041777

მსოფლიო

ლატვიის საგარეო უწყება: პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის განცხადებას სააგენტო „დელფი“ ცი...

ლატვიის საგარეო უწყება

1754039823

ახალი ამბები

ალექსანდრე ტაბატაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს. „დღეს მნიშვნელოვანი თარიღი...

ალექსანდრე ტაბატაძე

1754038545

საზოგადოება

ბათუმში ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა

ბათუმში ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა. როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მომხდარის შესახებ დამატებითი დ...

ზღვაში 35 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

1754036842

ახალი ამბები

აბიტურიენტებისათვის 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ასევე უცხოური ენების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენ...

 ერთიანი ეროვნული გამოცდები

1754034308

ახალი ამბები

თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენა - ფოტოგალერეა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება. მერობის კანდიდატი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მესამედ იყრის კენჭს, საზოგადოებას პ...

კახა კალაძე