ლევან მახაშვილი: არ არის ახალი, როდესაც იმის ნაცვლად, რომ დიალოგისთვის გაწვდილ ხელს შეაგებონ ასევე, დიალოგისთვის გამოწვდილი ხელი, დავსხდეთ მაგიდასთან და ვისაუბროთ, უსტარებით და ევროპარლამენტის რეზოლუციებით გველაპარაკებიან
არ არის ახალი, როდესაც იმის ნაცვლად, რომ დიალოგისთვის გაწვდილ ხელს შეაგებონ ასევე, დიალოგისთვის გამოწვდილი ხელი, დავსხდეთ მაგიდასთან და ვისაუბროთ, ამის ნაცვლად ჩვენ უსტარებით, დეპეშებით და ევროპარლამენტის რეზოლუციებით გველაპარაკებიან, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მუქარასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის ისეთ ფორმატში, სადაც მას ესაუბრებიან, როგორც პარტნიორს.
„არაერთი ნაბიჯი გადავდგით უკვე საგაზაფხულო სესიების განმავლობაში, რათა მათ შორის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები ყოფილიყო გარანტირებული, როდესაც საქმე ეხებოდა მაგალითად, უკანონო მიგრაციას, თავშესაფრის პოლიტიკის საკითხებს, საინფორმაციო კამპანიას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას და ა.შ. რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესს, ესეც არ არის ახალი, როდესაც იმის ნაცვლად, რომ დიალოგისთვის გაწვდილ ხელს შეაგებონ ასევე, დიალოგისთვის გამოწვდილი ხელი, დავსხდეთ მაგიდასთან და ვისაუბროთ, ამის ნაცვლად ჩვენ უსტარებით, დეპეშებით და ევროპარლამენტის რეზოლუციებით გველაპარაკებიან. ეს არ არის ის გზა და ის ნაბიჯი, რითაც და როგორც უნდა ესაუბრო პარტნიორს. პარტნიორს, რომელსაც აფასებ და რომელთანაც ურთიერთობა შენთვის არ არის სულერთი“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
1768237286
საზოგადოებაბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე: ჩვენს ქვეყნებს შორის დინამიკა არის ძალიან პოზიტიური, ეკონომიკური მიმართულებით განსაკუთრებით კარგად ვითარდება თანამშრომლობა
აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა მაღალი...
1768235579
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, საედ ბინ...
1768232762
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სტრასბურგმა ყოველ ჯერზე ამხილა ქართული მართლმსაჯულების „პოლიტიზირებულობის“ ყველა ბრალდება, როგორც უსაფუძვლო და ცილისმწამებლური. თუმცა, დღემდე, არც ერთ უცხოელ პოლიტიკოსსა თუ დიპლომატს არ მოუხდია ბოდიში
სტრასბურგმა ყოველ ჯერზე ამხილა ქართული მართლმსაჯულების „პოლიტიზირებულობის“ ყველა ბრალდება, როგორც უსაფუძვლო და ცილისმწამებლური, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვ...
1768231222
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ინტერესია, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან გაღრმავდეს არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რაც დამატებით გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთ მნიშვნელოვან დარგს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება და აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობს....
1768229705
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრმა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორთან სტრატეგიულ ლოგისტიკურ-სატრანსპორტო პროექტებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორ აბდულაზიზ ზაიედ ალ შამსის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მ...


























