საქსტატი: 2025 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 11.7%-ით გაიზარდა

2025 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.7 პროცენტით (226.7 ლარით) გაიზარდა და 2 170.1 ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⏺ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5 515.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 22.0 პროცენტით)

⏺ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 163.0 ლარი (გაიზარდა 5.2 პროცენტით)

⏺ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 975.7 ლარი (გაიზარდა 11.3 პროცენტით)

⏺ მშენებლობა - 2 908.9 ლარი (გაიზარდა 10.8 პროცენტით)

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 744.2 ლარი, ხოლო კაცების - 2 601.3 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 204.1 ლარი (13.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 258.0 ლარი (11.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2025 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 184.2 ლარით (9.3%) გაიზარდა და 2 169.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 255.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.6 პროცენტით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 402.5 ლარი, გაიზარდა 12.1 პროცენტით) სფეროებში.

2025 წლის I კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 300.9 ლარით (16.1%) გაიზარდა და 2 170.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საქსტატის ცნობით, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქალაქი თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750088875

მსოფლიო

ირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული

 ირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც ჯაშუშობასა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადისთვის“ მუშაობაში იყო ბრალდებული. საუბარია ისმაილ ფეკრიზე, რომელიც 2024 წლის დეკემბერში დააკავეს. სააგენტოს ცნო...

დასჯა

1750081682

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის და შრომის ბაზრის გაუ...

ვახტანგ ცინცაძე

1750081171

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებებზე: როგორი ამორალურებიც არიან თავიანთი ცხოვრების სტილით, ასეთ ამორალურ განცხადებებს აკეთებენ

„როგორი ამორალურებიც არიან თავიანთი ცხოვრების სტილით, ასეთ ამორალურ განცხადებებს აკეთებენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.   როგო...

ირაკლი კირცხალია

1750079773

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7288 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7296 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ზოგადი

1750078383

სპორტი

ტატო გრიგალაშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო და მერვედფინალშია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ტატო გრიგალაშვილმა გამოსვლა წარმატებით დაიწყო. მსოფლიოს სამ გზის ჩემპიონმა 1/32 ფინალში თურქეთის სახელით მოასპარეზ...

ტატო გრიგალაშვილი