შალვა პაპუაშვილი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს - როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი რატომ დგებით უცხოელების მხარეს და არა თქვენი ქვეყნის მხარეს?

„როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი რატომ დგებით უცხოელების მხარეს და არა თქვენი ქვეყნის მხარეს?“,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს შალვა კერესელიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„კორუფციაზე ბევრი ისაუბრეთ, მაგრამ გუშინ თქვენი პარტიის წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ღია დებატებში იყო და ყველამ ნახა, რომ რეალურად პრეტენზიები იმ ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართ, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს აქვს, არ არსებობს. ჩემი სურვილი იქნებოდა თუკი თქვენ მართლა გულწრფელად ხართ ამ საკითხით დაინტერესებული, ვიყოთ ამ მთავრობის, პრემიერ-მინისტრის გულშემატკივრები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონთან დაკავშირებულ საკითხსაც შეეხო და ოპოზიციონერ კოლეგებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

„ოჯახურ ღირებულებებს შეეხეთ და ცოტა გამიკვირდა თქვენი განცხადება, რომ თითქოს იზიარებთ და ეთანხმებით ამ კანონს. მგონი თქვენ ფრაქციას ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონისთვის მხარი არ დაგიჭერიათ და ახლა აქ გულში მჯიღის ცემა, რომ თქვენ ხართ ოჯახის ყველაზე დიდი დამცველები, არასწორია. სწორედ აქ არის საჭირო კონსოლიდაცია. როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი რაღა უცხოელების მხარეს დგებით და არა თქვენი ქვეყნის მხარეს? თუნდაც მაშინ, როდესაც სანქციების საკითხი იდგა და მიტინგები იმართებოდა უკრაინაში ჯარის გაშვების და საზღვრების ჩაკეტვის მოთხოვნით, მაშინ რატომ არ იღებდით ხმას და არ იყავით საქართველოს მხარეს, არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ საქართველოს მხარეს? იგივე მინდა ვიკითხო ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონზე - არ ვიცი რა უთხარით ეუთოს ეგიდით ჩამოსულ პოლონელ ექსპერტს, რომელსაც ეს საკითხი განსაკუთრებით აინტერესებდა და მოგვახსენა კიდეც თავის ანგარიშში, რომ ეს კანონი გავაუქმოთ. თქვით ხმამაღლა, რომ თქვენ ეწინააღმდეგებით ამ კანონის გაუქმებას.

რაც შეეხება თქვენი გამოსვლის იმ ნაწილს, რომელიც დამნაშავეთა შეწყალებას და გამოშვებას შეეხება. არ ვიცი, ეს გიორგი გახარიას მხრიდან მიტევების აქტი იყო თუ არა, როდესაც მან უარი თქვა საქართველოს კანონის აღსრულებაზე და ნიკა მელიას დაკავებაზე, ალბათ მაშინაც ასე უხსნიდა მას იმ კონკრეტული ქვეყნის ელჩი, რომ „მიუტევე“, „მნიშვნელოვანია სამოქალაქო მშვიდობა“ და ასე შემდეგ და რა მოგვიტანა ასეთმა მიდგომებმა, როდესაც სხვების კარნახით ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ხდება, ძალიან კარგად ვნახეთ. თქვენ საუბრობთ სამოქალაქო მშვიდობაზე და რა თქმა უნდა, ეს არის დიდი ღირებულება და ფასეულობა, მაგრამ ეს კანონზე, დანაშაულზე და კონსტიტუციის დარღვევაზე თვალის დახუჭვით არ მიიღწევა. პირიქით, სამოქალაქო მშვიდობას სამართლებრივი ჩარჩო, კონსტიტუციის, კანონების მიმართ მორჩილება უზრუნველყოფს. სამართლის უზენაესობა არის ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ საზოგადოებაში სამოქალაქო მშვიდობა არსებობდეს. ყველა უნდა ემორჩილებოდეს კანონს და არა პირიქით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უმცირესობა ცდილობს უმრავლესობას თავს მოახვიოს საკუთარი დღის წესრიგი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773752186

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „იუსტიციის მინი...

იუსტიციის მინისტრი

1773751916

ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 18 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ქალაქ რუსთავში, ნიკოლაძის ქუჩა N3-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1773750896

საზოგადოება

თამარ მემანიშვილი: აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მემანიშვილმა, „იმედის დღის“ ეთერში 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი გან...

თამარ მემანიშვილი

1773750477

ახალი ამბები

კლინიკის დირექტორი პატრიარქზე: მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება, მაჩვენებლები საკმაოდ საყურადღებოა

„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის სოფიო ასპანიძის განცხადებით, პატრიარქის მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება. როგორც მან განმარტა, შეკრებილია კონსილიუმი, რომელშიც ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები შ...

კლინიკის დირექტორი

1773748656

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა...

საქართველოს პრეზიდენ