შალვა პაპუაშვილი: ჯაფარიძის გირაოზე რამდენიმე ელჩისგან მოსმენილი განცხადებები გვახსენებს იმ ცილისმწამებლურ კამპანიებს, რომლითაც წლებია, ქართულ საზოგადოებას მშვიდ განვითარებას არ აცდიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზურა გირჩი ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით ელჩების ნაწილის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი ელჩების მხრიდან წინა წლებში წარმოებულ კამპანიებს იხსენებს.

„ჯაფარიძის გირაოზე რამდენიმე ელჩისგან მოსმენილი განცხადებები გვახსენებს იმ ცილისმწამებლურ კამპანიებს, რომლითაც უკვე წლებია ქართულ საზოგადოებას მშვიდ განვითარებას არ აცდიან.

ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ:

რუსთავი 2-ის საქმეზე 7 წელი (2013-2019) არ მოგვასვენეს, მორალი გვიკითხეს და დემოკრატიული უკუსვლები გვაბრალეს.

მელიას საქმეზე 3 წელი (2021-2023) გვაჯანჯღარეს, მორიგი გადატრიალება სცადეს.

გვარამიას საქმეზე 2 წელი (2022- 2024) წიოკი გაჰქონდათ მაღალი რანგის და დაბალი კომპეტენციის ჩინოვნიკებს,

ჟურნალისტების მდევნელი პროკურორი დევნილ ჟურნალისტად გამოგვიცხადეს.

სააკაშვილს 3 წელი (2021-2023) მომაკვდავად გვიცხადებდნენ, ტელეპანაშვიდებს მართავდნენ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ფულს იხდიდნენ, დიაგნოზებს აყალბებდნენ და ბიომასალას წინდებით დაატარებდნენ, ლამის სამოქალაქო აპოკალიფსი მოგვიწყვეს ცრუ დემარშის ავტორმა ევროპელმა ელჩებმა.

ბოლოს, ორი დღის წინ, ის საქმეც კი წააგეს, 7 წელი (2019-2025) შეშის აქციაზე მიტანას გამოხატვის თავისუფლებად რომ გვიცხადებდნენ.

ყველა აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგმა თქვა, რომ უცხო მთავრობები, მინისტრები, დეპუტატები, ელჩები, მათი მდივნების თანაშემწეები და თანაშემწეების მდივნები, აბსოლუტურად ყველა, - დიახ, ყველანი ტყუოდნენ და ქართული მართლმსაჯულება მართალი იყო.

შეიძლება შეცდე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… მაგრამ ყოველ ჯერზე? ყოველ ჯერზე რთულია, იყო ასეთი არაკომპეტენტური, თუ მტრული განზრახვის მქონე მავნებელი არ ხარ.

ხარ მხარე. განსაზღვრული დღის წესრიგით, რომლითაც არათუ შიდა პოლიტიკაში ჩარევას იზღუდავ, პირდაპირ ხელისუფლების და ხალხის ნების ცვლილებას აორგანიზებ. და ამ ფონზე, რა ვენის კონვენცია და საშინაო საქმეში ჩაურევლობა? ღმერთი როგორ არ იცინის, ვენის კონვენციის შეხსენებას რომ ვდილობთ.

სადმე გახსოვთ, ქართველი სხვის საქმეში ამგვარად ჩარეულიყო? მსგავსი უპატივცემულობა გამოევლინა? შეცდომა მოსვლოდა და ბოდიში არ მოეხადა?

და რა მოხდება, რომ ამ ზოგიერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, ბიუროკრატმა თუ დიპლომატმა ერთხელ ქართული ღირებულებებითაც იმოქმედოს და ბოდიში მოიხადოს. ხომ ვხედავთ, რომ „ევროპული ღირებულება“, ისე, როგორც ეს მათ ესმით, ამ მხრივ, ქართულს ჩამორჩება. ჩვენგანაც ისწავლონ იქნებ, რას ნიშნავს შეცდომის სირცხვილი, სხვისი უსამართლოდ დაზიანების სინანული, გაფუჭებულის გამოსწორების პასუხისმგებლობა.

ნაცვლად ამისა, ვხედავთ მცდელობას, რომ ბევრჯერ ნანახი კინო კიდევ ერთხელ გვაჩვენონ, თეთრზე შავი გვითხრან, საზოგადოებაში კვლავ ზიზღი და სიძულვილი დათესონ, როგორც ეს სააკაშვილის, მელიას და გვარამიას საქმეებზე აკეთეს. ეს ფარსიც ხომ იგივე კინოთეატრიდანაა?

ისინი არ დაეძებენ. მათთვის ეს განცხადებები ხუთი წუთის საქმე და ხუთი წამის სადარდებელია. ამ პროცესში თუ რამე ზიანდება, ეს ქართული საზოგადოების მთლიანობა, ფასეულობები, დემოკრატიული განვითარების გზა და ეროვნული თანხმობაა. აღარაფერს ვამბობ ცალკეულ სასოწარკვეთილ აქტივისტებზე, რომლებიც იმ აგურს ირტყამენ თავში, უცხოეთიდან რომ მიაჩეჩეს ხელში“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748091703

სპორტი

სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის მეოთხედფინალში იასპარეზებს

მადრიდში, ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მიმდინარე მსოფლიო თასზე, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მეოთხედფინალში გავიდა. ბაზაძემ ტურნირზე ჯერ იტალიელი მოფარიკავე 15:11 დაამარცხა, შემდეგ კი რუმინელ...

სანდრო

1748089472

ახალი ამბები

ჩიხელიძე: დასავლეთი ორმაგი სტანდარტით მოქმედებით გვანებივრებს, აშშ-ში დააკავეს აქტივისტი, რომელმაც ინტერვიუს დროს პროკურორს შეაფურთხა, აშშ-ში კრიმინალად შერაცხილი შეფურთხება საქართველოში გამოხატვის თავისუფლებად რატომ მიიჩნევა?

დასავლეთი, ორმაგი სტანდარტით მოქმედებით გვანებივრებს, აშშ-ში პოლიციამ დააკავა აქტივისტი, რომელმაც ინტერვიუს დროს პროკურორს შეაფურთხა. აშშ-ში კრიმინალად შერაცხილი შეფურთხება, საქართველოში გამოხატვის თა...

დავით ჩიხელიძე

1748087300

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ამერიკელ პროკურორზე, სამართალდამცველზე თავდასხმის ნებისმიერი ფორმა ისჯება მძიმედ და პოლიტიკური სპეკულაციები გამორიცხულია - ქართველ პოლიციელზე თუ პოლიტიკოსზე თავდამსხმელის ჰეროიზაციის მცდელობა ამორალურია

ამერიკელ პროკურორზე, სამართალდამცველზე თავდასხმის ნებისმიერი ფორმა არ მიიჩნევა ე.წ. გამოხატვის თავისუფლად, ისჯება მძიმედ და ასეთ კანონდარღვევაზეც პოლიტიკური სპეკულაციები გამორიცხულია, - წერს ანალიტიკო...

ანალიტიკოსი

1748085656

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელ...

დაკავება, პოლიცია

1748085225

ახალი ამბები

მტკვარ­ში მაშ­ვე­ლებ­მა გი­ორ­გი შა­მუ­გი­ას ცხე­და­რი იპო­ვეს

მაშველებმა მტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას სამაშველო სამსახური ადასტურებს.შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავ „ფორდის“ მარკის ავტომობილს...

მტკვარ­ში მაშ­ვე­ლებ­მა გი­ორ­გი შა­მუ­გი­ას ცხე­და­რი იპო­ვეს