შალვა პაპუაშვილი: ქართულ საზოგადოებას ეშინია არა სანქციების, არამედ საბჭოთა კავშირის

„ქართულ საზოგადოებას ეშინია არა სანქციების, არამედ ეშინია საბჭოთა კავშირის. ჩვენ ვხედავთ საბჭოთა კავშირის სტილით მოაზროვნე ადამიანებს ევროპარლამენტში თუ სხვა ასეთ ფორმატებში და ეს არის, რაც ჩვენ გვაშინებს“,-  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„ესპანელისთვის, იტალიელისთვის, ჰოლანდიელისთვის შეიძლება ეს თვალშისაცემი არ არის იმიტომ, რომ მათ არ იციან, საბჭოთა კავშირი იციან მედიებიდან და არ იციან ეს რას ნიშნავს. ჩვენ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით, ვიცით ჩვენ და ამ სიმპტომებს ძალიან კარგად ვხედავთ.

ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის ნაწილი და ის თუ რას ნიშნავს საბჭოთა კავშირის აზროვნების სტილი, ამას ჩვენ ვხედავთ პირდაპირ. ამისი გვეშინია ჩვენ, რომ საბჭოთა სტილის ნიშნებს ვხედავთ, რომლებიც სხვადასხვა ევროპულ ბიუროკრატიის თუ პოლიტიკური ჯგუფის ქმედებებში ძალიან ადვილად ჩანს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სანქციების თემა, ქონების ჩამორთმევის თემა, კონფისკაციები და ექსპროპრიაციები სწორედ საბჭოთა სტილია.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს საბჭოთა კომუნისტური იდეოლოგიის ნაწილი იყო, შესაბამისად ზოგიერთი ადამიანის სტილში პირდაპირი იდეოლოგიური მემკვიდრეობა ჩანს.

„პრობლემა იმაში არის, რომ ვინც ამ აზროვნებაში შედის, ის ტოტალიტარიზმში შედის და ამ ტოტალიტარიზმის ნიშნებს ჩვენ ვხედავთ საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაში, როდესაც ვხედავთ აბსოლუტურ ყრუ კედელს ქართველი ხალხის მიმართ, არ აინტერესებთ ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფებს ქართველი ხალხი და მისი მოსაზრება, მისი არჩევანი. არიან გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნება უნდათ ხელისუფლებაში და ამისთვის აკეთებენ ყველაფერს.

პირდაპირ დღისით-მზისით გვეუბნებიან, რომ მილიონ ორასი ათასი საქართველოს მოქალაქე კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსებისთვის არაფერს ნიშნავს. განსაკუთრებით ბალტიელები გამოირჩევიან ამით. არ ვიცი რა დავუშავეთ საბჭოთა კავშირის დროს, რომ ასეთი სიძულვილი აქვს ზოგიერთს ბალტიისპირეთის პოლიტიკურ ელიტაში ქართველი ხალხის მიმართ. მართლაც, გამოხატული სიძულვილია ქართველი ხალხის მიმართ ზოგიერთი ბალტიელი პოლიტიკოსის მხრიდან, რომელიც არ გვეშვება, რომ რამენაირად დაგვაზიანოს.

ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე წლებია არ გვეშვება, სააკაშვილს და მის ხელისუფლებაში მოყვანას უნდა, რომ გადააყოლოს ყველაფერი ამ ქვეყანაში, პირდაპირ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ძირგამომთხრელი ქმედებები უნდა რომ განახორციელოს, ამიტომ ამისი გვეშინია ჩვენ, გვეშინია საბჭოთა კავშირისა და ამიტომ ვხედავთ ჩვენ, რომ ევროპაში ზოგიერთი ძალიან ემსგავსება უკვე საბჭოთა ბიუროკრატს, საბჭოთა პოლიტიკოსს, საბჭოთა დიპლომატს და ზოგადად საბჭოთა ადამიანს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744956210

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 აპრილს, ქუთაისში დღისით +26 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზია...

მზიანი ამინდი

1744920197

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია და წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუბარი

 საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია, ესაა პრობლემა. წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუ...

პაპუაშვილი

1744919114

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტი ევროპა

 რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტი ევროპა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. „დიდი ხნის განმავლობაში დომინანტი მსოფლიო პო...

პაპუაშვილჯ

1744915581

ახალი ამბები

სოზარ სუბარი ანაკლიის პორტზე: თუ ამერიკელები გვეტყვიან - ჩვენ არ შემოვდივართ, მაგრამ ჩინელებიც არ შემოუშვათო, სამაგიეროდ რას ვიღებთ? არაფერს. პირადად ჩემი პასუხი ამაზე არის - არავითარ შემთხვევაში!

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის შემოსვლის საკითხს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, არცერთ ამერიკულ კომპანიებს ინტერესი ა...

სოზარ სუბარი

1744913119

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის ჩვენთვის თავსმოხვევასაც „დიფ სთეითი“ ცდილობს

 „რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ „დიფ სთეითმა“ ქართველ ხალხზე ზეწოლის ბერკეტად ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც გამოიყენოს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკე...

სოზარ სუბარი