შალვა პაპუაშვილი - ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომელიც ჭეშმარიტად ქართული, ჭეშმარიტად ევროპული და ჭეშმარიტად ქრისტიანულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო.
პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა, რომლის დასრულების შემდეგ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოქალაქეებთან ერთად, სამების ტაძრისკენ, საზეიმო მსვლელობით გაემართნენ.
შალვა პაპუაშვილმა სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა.
„ყველას მივულოცავ ოჯახის სიწმინდის დღეს. აქ ჩანს, რა არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ვდგავართ გზაზე, რომელიც არის არა ამწუთიერი, ხელოვნური, თავსმოხვეული, არამედ მარადიული. ეს არის ამავე დროს შეხსენება ყველასთვის, შინ და გარეთ, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება იმ ღირებულებებზე, რომელიც ჭეშმარიტად ქართული, ჭეშმარიტად ევროპული და ჭეშმარიტად ქრისტიანულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღვთისმსახურებას და მსვლელობას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღედ, 2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა.
1747487541
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ხელისუფლება ბოლომდე იდგება ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ღირებულებების დასაცავად
„მინდა, ყველას მოგცეთ პირობა საქართველოს მთავრობის სახელით, რომ ხელისუფლება ბოლომდე იდგება ჩვენი ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნულიინტერესების სადარაჯოზე, გილოცავთ დღევანდელ დღეს“, - ამ სიტყვებით მ...
1747486455
ახალი ამბებიმეუფე შიო - ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებებით ძალიან გაბედული და ქმედითი ნაბიჯები გადადგა შარშან მიღებული კანონით სოდომური ცოდვის პროპაგანდის წინააღმდეგ
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებებით ძალიან სასიკეთო, გაბედული და ქმედითი ნაბიჯები გადადგა, ვგულისხმობ შარშან მიღებულ კანონს სოდომური ცოდვის...
1747484875
ახალი ამბებიპრემიერი - დღეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ქვეყანა, დღეს არის ერთიანობის ზეიმი
„დღეს არის ერთიანობის ზეიმი დასაზოგადოება გაერთიანებულიასიყვარულის, ტრადიციული ფასეულობების,პატივისცემის იდეის გარშემო და ეს არისძალიან მნიშვნელოვანი ჩვენიქვეყნისთვის“, - ამის შესახებ საქართველოსპრემ...
1747484714
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ყველა ოჯახს უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე და ოჯახის სიწმინდის დღის ჩუქებისათვის კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს. „ერთი დიდი ოჯახია საქართველო, სამშობლო, რომლისთვისაც ბრძოლა არასდროს უნდა შეწყდეს. ყველა ოჯახს უნდ...
1747481396
ახალი ამბებინინო ფოჩხუა ოჯახის სიწმინდის დღეზე: როგორ გინდა მოერიო ამ ხალხს, რაც არ უნდა ფული დახარჯო და მოისყიდო უსამშობლო ადამიანები - გამოჩნდა ერთი ქართველი, რომლის უდიდესი ძალისხმევით ჩვენი სამშობლო გადაურჩა იმ გამოწვევებს, რაც დღეს მსოფლიოშია
„აი ეს არის ნამდვილი, ქვეყნის მოყვარული ხალხი, რომელიც უპირობო მხარდამჭერია იმ პოლიტიკის, რომელსაც ახორციელებს "ქართული ოცნება," რომელსაც უნდა მშვიდობა და საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობა“, - წერს ექსპ...