ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება ბოლომდე იდგება ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ღირებულებების დასაცავად

„მინდა, ყველას მოგცეთ პირობა საქართველოს მთავრობის სახელით, რომ ხელისუფლება ბოლომდე იდგება ჩვენი ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნულიინტერესების სადარაჯოზე, გილოცავთ დღევანდელ დღეს“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას, სადაც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო.
პრემიერმა ხაზი გაუსვა ქართული საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობას ტრადიციული ღირებულებებისადმი და აღნიშნა, რომ არიან ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ამ ყველაფერს, ქმნიან ყალბ იდეოლოგიებსა და ფასეულობებს და ხელისუფლების ვალია, დედა ეკლესიის მხარდამხარ იბრძოლოს ეროვნული ფასეულობების დასაცავად.
„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთად დგას ერი და ბერი, ერთად დგას ეკლესია და ხელისუფლება და, დღეს, ერთად დგას ქართული საზოგადოება ჩვენი ეროვნული, ტრადიციული ფასეულობებისა და ღირებულებების გარშემო.
მინდა, მადლობა გადავუხადო უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, რომელმაც დააწესა ეს უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენს ქვეყანაში. მინდა, მადლობა გადავუხადო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მეუფე შიოს, რომელიც დღეს მიუძღვებოდა ამ უძვირფასეს მსვლელობას.
კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა ერთიანობის მნიშვნელობას. მინდა, მივულოცო ყველას, ვინც შეუერთდა დღევანდელ მსვლელობას, იყო მრავალი ადამიანი, რომელიც დღეს არ იყო მსვლელობის მონაწილე, მაგრამ შორიდან გულშემატკივრობდა ამ მსვლელობას და ჩვენ, ასევე, დღეს უნდა მივმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი შეხედულებების გამო არ შეუერთდნენ ამ მსვლელობას. ისინიც უნდა გავიხსენოთ ჩვენ სიყვარულით და ვუსურვოთ, რომ მომავალში, ხვალ გაიზიარონ ის ფასეულობები, რომელთა გარშემოც დღევანდელი ერთობა შეიკრიბა. მინდა, მათ და ჩვენს თავსაც ვუსურვო, რომ მომავალ წელს, როდესაც ეს მსვლელობა გაიმართება, ისინიც ყოფილიყვნენ ამის მონაწილენი.
ბრძოლა გრძელდება ტრადიციული ფასეულობებისთვის. ეს ბრძოლა არ არის იოლი. არიან ძლიერი ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ტრადიციულ ფასეულობებს, ქმნიან ყალბ იდეოლოგიებსა და ფასეულობებს და ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ფასეულობების დასაცავად,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1747492755
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი - ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომელიც ჭეშმარიტად ქართული, ჭეშმარიტად ევროპული და ჭეშმარიტად ქრისტიანულია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო....
1747488544
ახალი ამბებიბათუმში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობა გაიმართა
17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოდან, საზეიმო მსვლელობა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან...
1747487541
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ხელისუფლება ბოლომდე იდგება ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ღირებულებების დასაცავად
„მინდა, ყველას მოგცეთ პირობა საქართველოს მთავრობის სახელით, რომ ხელისუფლება ბოლომდე იდგება ჩვენი ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნულიინტერესების სადარაჯოზე, გილოცავთ დღევანდელ დღეს“, - ამ სიტყვებით მ...
1747486455
ახალი ამბებიმეუფე შიო - ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებებით ძალიან გაბედული და ქმედითი ნაბიჯები გადადგა შარშან მიღებული კანონით სოდომური ცოდვის პროპაგანდის წინააღმდეგ
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებებით ძალიან სასიკეთო, გაბედული და ქმედითი ნაბიჯები გადადგა, ვგულისხმობ შარშან მიღებულ კანონს სოდომური ცოდვის...
1747484875
ახალი ამბებიპრემიერი - დღეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ქვეყანა, დღეს არის ერთიანობის ზეიმი
„დღეს არის ერთიანობის ზეიმი დასაზოგადოება გაერთიანებულიასიყვარულის, ტრადიციული ფასეულობების,პატივისცემის იდეის გარშემო და ეს არისძალიან მნიშვნელოვანი ჩვენიქვეყნისთვის“, - ამის შესახებ საქართველოსპრემ...