შალვა პაპუაშვილი: საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ ვნახეთ ევროპელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც ჩართულები იყვნენ წინასაარჩევნო კამპანიაში, ეს იყო ანომალია
„თუკი მანამდე ყველა გვირჩევდა, რომ უნდა გვქონოდა სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, თურმე დადგა მომენტი, როდესაც ერთადერთი მოლოდინი, რაც ჩვენგან ჰქონდათ, ეს იყო ესკალაცია რუსეთთან იმ პირობებში, როდესაც არავინ არ გვთავაზობდა არც სამხედრო და არც ეკონომიკურ დაცვას“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპელ ბიუროკრატებზე საუბრისას.
„ჩვენ ბევრჯერ გვიკითხავს ევროკავშირის და ნატოს წევრებისთვის, რომ მათი მოწოდებების უკან თუ იდგა მათი გვერდში დგომის მზაობა, ამაზე ვიღებდით პასუხს, რომ - არა. ჩვენ მარტო ვიქნებოდით იმ რისკების წინაშე, რაც მოჰყვებოდა მათი ყიჟინის და მოწოდებების შედეგად ესკალაციას რუსეთთან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან უცხოელი დიპლომატების მხრიდან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შემთხვევებიც გაიხსენა.
„საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ ვნახეთ ევროპელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც ჩართულები იყვნენ წინასაარჩევნო კამპანიაში, ეს იყო ანომალია. თუკი რამე არის ანტიევროპული, ეს იყო ბალტიის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები რადიკალური ოპოზიციის მიტინგზე, ამას ხომ არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირთან. თუ რამესთან შეიძლება კავშირი ჰქონდეს, ეს არის საბჭოთა კავშირთან. ჩვენ ვიხილეთ ელჩები, რომლებიც ღიად იყვნენ ჩართული საარჩევნო კამპანიაში. ევროკავშირის ელჩი ვნახეთ, რომელიც აწარმოებდა „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო წინასაარჩევნო კამპანიას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1792088757
ახალი ამბებივარკეთილში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო
ვარკეთილში ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ გაზქურაზე აალება მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ექსკლუზივს“ განუცხადეს ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
1792086808
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ცერემონიის შემდეგ, კონფერენციის მონა...
1792085735
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით
„არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...
1792084456
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა. შეხვედრაზე...
1792081777
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შესახებ: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი...































