შალვა პაპუაშვილი: სწორედ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპი გულისხმობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, არ მისცეს უფლება კონსტიტუციის დამრღვევ პარტიას, იყოს პოლიტიკური ლანდშაფტის შემადგენელი
„პარტია, რომელიც არ არღვევს კონსტიტუციას, სრულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით“, - ასე უპასუხა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლის კითხვას, თუ რა გარანტია აქვს სხვა პარტიებს, რომ მათაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არ უწოდონ.
პაპუაშვილის თქმით, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპი გულისხმობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, კონსტიტუციის დამრღვევ პარტიას არ მისცეს უფლება, იყოს პოლიტიკური ლანდშაფტის შემადგენელი.
„ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲐ, ᲣᲞᲘᲠᲕᲔᲚᲔᲡ ᲧᲝᲕᲚᲘᲡᲐ, ᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲙᲝᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲐ. ᲐᲛᲘᲢᲝᲛᲐᲪ ᲔᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲘ ᲛᲘᲓᲘᲡ ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲝ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲨᲘ. ᲞᲐᲠᲢᲘᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲐᲠ ᲐᲠᲦᲕᲔᲕᲡ ᲙᲝᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲐᲡ, ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲐᲠᲘᲡ ᲓᲐᲪᲣᲚᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲙᲝᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲘᲗ. ᲡᲬᲝᲠᲔᲓ ᲗᲐᲕᲓᲐᲪᲕᲘᲡᲣᲜᲐᲠᲘᲐᲜᲘ ᲓᲔᲛᲝᲙᲠᲐᲢᲘᲘᲡ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ ᲒᲣᲚᲘᲡᲮᲛᲝᲑᲡ ᲘᲛᲐᲡ, ᲠᲝᲛ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝ ᲕᲐᲚᲓᲔᲑᲣᲚᲘᲐ, ᲐᲠ ᲛᲘᲡᲪᲔᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲐ ᲙᲝᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲘᲡ ᲓᲐᲛᲠᲦᲕᲔᲕ ᲞᲐᲠᲢᲘᲐᲡ, ᲘᲧᲝᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲚᲐᲜᲓᲨᲐᲤᲢᲘᲡ ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲔᲚᲘ. ᲐᲡᲔ ᲠᲝᲛ, ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲓᲐᲪᲕᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲙᲝᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲐ, ᲠᲝᲛᲚᲘᲗᲐᲪ ᲜᲔᲑᲘᲡᲛᲘᲔᲠᲘ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲒᲐᲔᲠᲗᲘᲐᲜᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲙᲝᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲐᲓ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲡ ᲓᲐ ᲐᲠ ᲔᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒᲔᲑᲐ ᲛᲘᲡ ᲤᲣᲜᲓᲐᲛᲔᲜᲢᲣᲠ ᲓᲐᲜᲐᲬᲔᲡᲔᲑᲡᲐ ᲗᲣ ᲙᲝᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲣᲠᲘ ᲬᲔᲡᲠᲘᲒᲘᲡ ᲜᲝᲠᲛᲔᲑᲡ, ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘᲐ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐ.
ᲖᲣᲡᲢᲐᲓ ᲐᲦᲐᲠ ᲛᲐᲮᲡᲝᲕᲡ, ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘ ᲞᲐᲠᲢᲘᲐᲐ ᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ - ᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲘ ᲞᲐᲠᲢᲘᲔᲑᲘ ᲪᲝᲢᲐ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲠᲘᲪᲮᲕᲘᲐ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ, ᲗᲣ ᲐᲠ ᲕᲪᲓᲔᲑᲘ, 300 ᲞᲐᲠᲢᲘᲐᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ. ᲠᲝᲛ ᲓᲐᲕᲤᲘᲥᲠᲓᲔᲗ, ᲐᲚᲑᲐᲗ, ᲛᲘᲜᲘᲛᲣᲛ 50 ᲞᲐᲠᲢᲘᲐᲡ ᲛᲐᲘᲜᲪ ᲓᲐᲕᲐᲡᲐᲮᲔᲚᲔᲑᲗ ᲗᲘᲗᲝᲔᲣᲚᲘ ᲩᲕᲔᲜᲒᲐᲜᲘ - ᲞᲐᲠᲢᲘᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲡ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲕᲘᲪᲘᲗ, ᲠᲝᲛ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ ᲓᲐ ᲛᲔᲢ-ᲜᲐᲙᲚᲔᲑᲐᲓ ᲐᲥᲢᲘᲣᲠᲘᲐ. ᲓᲦᲔᲡ ᲡᲐᲣᲑᲐᲠᲘᲐ ᲛᲮᲝᲚᲝᲓ 5 ᲞᲐᲠᲢᲘᲐᲖᲔ, ᲠᲝᲛᲔᲚᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗᲐᲪ ᲛᲘᲕᲛᲐᲠᲗᲔᲗ ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲝ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲡ. ᲐᲡᲔ ᲠᲝᲛ, ᲐᲛᲘᲗ ᲜᲣ ᲐᲙᲜᲘᲜᲔᲑᲗ, ᲗᲣᲜᲓᲐᲪ, ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲞᲐᲠᲢᲘᲐᲡ, ᲠᲝᲛᲔᲚᲡᲐᲪ, ᲞᲘᲠᲘᲥᲘᲗ, ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲔᲫᲚᲔᲕᲐ. ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲘᲡ ᲬᲐᲛᲥᲔᲖᲔᲑᲔᲚᲘ ᲓᲐ ᲓᲔᲛᲝᲙᲠᲐᲢᲘᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲫᲘᲠᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲛᲗᲮᲠᲔᲚᲘ ᲞᲐᲠᲢᲘᲔᲑᲘ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲐᲠ ᲐᲦᲘᲐᲠᲔᲑᲔᲜ ᲓᲔᲛᲝᲙᲠᲐᲢᲘᲐᲡᲐ ᲓᲐ ᲐᲠᲩᲔᲕᲜᲔᲑᲡ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲘᲜᲡᲢᲘᲢᲣᲢᲡ, ᲐᲠ ᲘᲥᲜᲔᲑᲘᲐᲜ ᲗᲥᲕᲔᲜᲗᲐᲜ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲔᲜᲪᲘᲐᲨᲘ, ᲗᲥᲕᲔᲜ ᲛᲔᲢᲘ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲐ ᲒᲔᲥᲜᲔᲑᲐᲗ, ᲠᲝᲛ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲐᲛᲝᲛᲠᲩᲔᲕᲔᲚᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲝᲗ“, - ᲐᲦᲜᲘᲨᲜᲐ ᲨᲐᲚᲕᲐ ᲞᲐᲞᲣᲐᲨᲕᲘᲚᲛᲐ.
1792840742
ახალი ამბებისუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...
1792838213
ახალი ამბებიპრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს
„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...
1792837832
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები
„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...
1792835414
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს
„როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს“, - განაცხადა პარლა...
1792833199
ახალი ამბებიეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ამის შე...































