ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“ - პროდასავლური პარტია იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში დადიან? იქნებ იმას, რომ დასავლეთიდან იღებენ მითითებებს?

რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში „ახლების“ ლიდერის ნიკა გვარამიას პოზიციონირებაზე.

ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ გვარამიას პრეტენზია, რომ საქართველოში თითქოს დევნა მიდის პროდასავლური ძალების, საფუძველსაა მოკლებული.

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროდასავლურობა არ ნიშნავს ევროპაში სიარულს. მისი თქმით, ევროპა, რომელიც, პირველ რიგში, ღირებულებითი ერთობაა, ბრიუსელის ბიუროკრატიის დამსახურებით, შორსაა ამ ღირებულებებისგან.

„საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებისას თვალში საცემი იყო, რომ გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ, თავი დაებრენდათ „პროდასავლურ პარტიებად“. მათ უნდათ, ეს პროცესი წარმოაჩინონ ისე, თითქოს ის პროდასავლური პარტიების წინააღმდეგაა მიმართული.

ჯერ ერთი, საიდან მოიტანა, რომ პროდასავლური პარტიები არიან?! პროდასავლური პარტია იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში დადიან? იქნებ იმას, რომ დასავლეთიდან იღებენ მითითებებს? პროდასავლური კურსი „ქართულ ოცნებასაც“ აქვს და „ხალხის ძალასაც“. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ დასავლეთი არ გვინდა, ჩვენ ვამბობთ, რომ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპა გვინდა და არა ის მარაზმი, რაშიც ახლა ევროპაა.

ევროპა ღრმა ღირებულებით კრიზისშია და კარგი იქნება, თუ იმ მოვლენებს, რომლებიც ახლა იქ ხდება, დაუფიქრდებიან, გააანალიზებენ და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ. რადგან ეს პროცესები გლობალური ძალების მიერ მართულმა ბრიუსელმა მოახვია თავს ევროპის ქვეყნებს.

პოლიტიკა, რომელსაც ევრობიუროკრატია აწარმოებს, ევროპელი ხალხის ინტერესებში არ შედის. სწორედ ბრიუსელმა მოახვია ევროპის ქვეყნებს ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რამაც მათი განვითარების პროცესი უკან დახია და შედეგად მიიღეს რეცესია.

დღეს ევროპაში მშვიდობიანი მომიტინგეები ამბობენ, რომ ცხოვრება გაძვირდა, სწავლის შესაძლებლობა არ ეძლევათ და ა.შ. - საუბრობენ სოციალურ პრობლემებზე. ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო მეტად გართულდება და ამის გამოსწორება მარტივი არ იქნება“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792857325

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, აკადემიკოსი გახდა

 საქართველოს პარლამენტის წევრს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი სოსიაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სანიაში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის ა...

გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, აკადემიკოსი გახდა

1792851878

სპორტი

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი

 დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერხლის მედლის მფლობელია. ქართულმა წყვილმა რიტმულ ცეკვაში 77,90 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 116,03, ორი პროგრამის ჯამში კი 193,93 ქულა მ...

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი

1792848889

ახალი ამბები

სამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...

 გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი

1792845967

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...

ნიკოლოზ ბასილაშვილი

1792843347

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა

„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...

გურამ მაჭარაშვილი