ევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე

„ყურადღებით გავეცანით ბატონი კობახიძის მოწოდებას ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შესახებ. ევროპას დიალოგი არასდროს შეუწყვეტია, „ქართულმა ოცნებამ“ მას უბრალოდ შინაარსი გამოაცალა“, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე ავრცელებენ.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საბჭოსა და წევრ ქვეყნებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები, ასევე, ისინი არ აღიარებენ ხელისუფლებას, “რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა”.

„2024 წლის ნოემბერში მმართველმა პარტიამ, საკუთარი კონსტიტუციისა და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ცალმხრივად შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ამის შემდეგ, ევროკავშირის ინსტიტუტების თითოეულ რეკომენდაციას მათ უპასუხეს ახალი რეპრესიული კანონებით, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობითა და ოპოზიციის ლიდერებისა თუ ჟურნალისტების დაპატიმრებით. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, შეეზღუდა ოფიციალური კონტაქტები ხელისუფლებასთან, სწორედ ამ ქმედებების შედეგი იყო და არა მათი მიზეზი.

ჩვენი კარი ყოველთვის ღია იყო და რჩება ქართველი ხალხისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციისთვის. ხელისუფლებასთან კარი მაშინ გაიღება, როდესაც მათი ქმედებები - და არა სიტყვები - დაადასტურებს დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული გზისკენ დაბრუნებას. შემოთავაზების დროც თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს „ქართული ოცნების“ მოთხოვნის განხილვას ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე; მათ შორისაა ოპოზიციური პარტია, რომელიც პარლამენტში ჯერ კიდევ არის წარმოდგენილი. ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, კანონგარეშედ გამოაცხადოს თავისი პოლიტიკური ოპონენტები, ვერ იქნება სანდო პარტნიორი დიალოგისთვის.

ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის ეს შემოთავაზება სხვა არაფერია, თუ არა საფარი საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის მოსასპობად. როგორც ევროპარლამენტმა 2026 წლის 8 ოქტომბრის რეზოლუციაში აღნიშნა, ჩვენ მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მოვითხოვთ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გატანას. არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვა იქნებოდა გადამწყვეტი ნაბიჯი უკან, ერთპარტიული სისტემისკენ - რუსეთისა და ბელარუსის მაგალითების მიხედვით.

ეს საქართველოს კიდევ უფრო დააშორებდა ევროკავშირს და შეუძლებელს გახდიდა რაიმე სახის პროგრესს გაწევრიანების გზაზე. დღემდე არაფერი შეცვლილა. ევროპარლამენტის პოზიცია საქართველოსთან ურთიერთობების საკითხში მკაფიო და თანმიმდევრულია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მის მტკიცე სწრაფვას ევროპული მომავლისკენ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიცაა გაწერილი.

ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა. ნებისმიერი რეალური თანამშრომლობის აღდგენა უნდა ეფუძნებოდეს ხელისუფლების მიერ გადადგმულ უპირობო ნაბიჯებს, კერძოდ: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას; სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდა დამოუკიდებელი მედია და პოლიტიკური საქმიანობა, მათ შორის იმ შეზღუდვების მოხსნა, რომელთა გამოც ევროპულმა პოლიტიკურმა ფონდებმა ქვეყნის დატოვება იძულებით მოუწიათ; ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნის შეწყვეტა; ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზა.

მანამდე, მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, საბოლოოდ დააწესონ რეალური შედეგები - მათ შორის მიზნობრივი სანქციები „ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სანქციების გლობალური რეჟიმის“ (ე.წ. „ევროკავშირის მაგნიტსკის აქტი“) ან სხვა სანქციური მექანიზმის ფარგლებში - იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე. თუ ბატონი კობახიძე გულწრფელია ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის განახლების სურვილში, მან კარგად იცის, საიდან უნდა დაიწყოს ამის დასამტკიცებლად“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792770023

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაც...

ირაკლი კობახიძე

1792768841

საზოგადოება

ირაკლი ხელაძე: სააკაშვილის განცხადება მორიგი დასტურია იმისა, რომ ამ ადამიანებს გაცილებით აინტერესებთ, რა დავალებები მოდის გარედან, ვიდრე ის, თუ რა რა სჭირდებათ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე იყოს ქვეყანაში

„სააკაშვილის განცხადება მორიგი დასტურია იმისა, რომ ამ ადამიანებს [ოპოზიციას] გაცილებით აინტერესებთ, რა დავალებები მოდის გარედან, ვიდრე ის, თუ რა ხდება ქვეყანაში და რა სჭირდება ჩვენს თანამოქალაქეებს, რ...

ირაკლი ხელაძე

1792767151

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი, გიორგი ჩაკვეტაძე და ირაკლი ქადაგიშვილი თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობ...

მარიამ ლაშხი

1792766331

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა - გამოდიან ილუზიიდან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ადამიანებიდან, რაც უფრო მეტი მათგანი მიხვდება, რომ კონსტიტუციისა და კანონის საწინააღმდეგო ქმედებები ჩა...

თენგიზ შარმანაშვილ

1792765135

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის მზად, რომ სხდომებზე სამართლებრივად იმსჯელონ და სხვადასხვა შუამდგომლობით პროცესის გაჭიანურებას ცდილობენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, სარჩელის ერთ-ერთი ავტორის არჩილ გორდულაძის განცხადებით, არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის მზად, რომ სხდომებზე სამართლებრივად იმსჯელონ და სხვადასხ...

არჩილ გორდულაძე