შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეაში, რომელიც უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში იმართება.
წლევანდელი გენერალური დებატების თემაზე: „საპარლამენტო საქმიანობა სოციალური განვითარებისა და სამართლიანობისთვის“, შალვა პაპუაშვილმა ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, „პარლამენტს მნიშვნელოვანი როლი აქვს სამართლიანი, ინკლუზიური და პროგრესული საზოგადოებების ჩამოყალიბებაში.“ მან აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული მრავალი გამოწვევის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე კონცენტრირების შესაძლებლობებს ქმნიდა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდა როგორც სიღარიბის შემცირებისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის, ისე ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონული მშვიდობის მიღწევის ინსტრუმენტია“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა სოციალური განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლებიც მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაზეა მიმართული. მან განაცხადა, რომ „ოჯახს საზოგადოებაში წამყვანი ადგილი უჭირავს და ამიტომ ოჯახების მხარდაჭერა სოციალური განვითარების დღის წესრიგში ცენტრალურ ადგილს იკავებს“.
ამ კუთხით, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შექმნას, ასევე, ოჯახების მხარდამჭერ სოციალური დაცვის პროგრამებს, მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამებს.
მან, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა თანასწორობის უზრუნველყოფასა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის შექმნაზე, მათ შორის, საქართველოს კანონზე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, ქალებისა და კაცების თანასწორობის კონცეფციაზე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციაზე. ასევე, ისაუბრა მიღებულ კანონებზე, რომლებიც იცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებიც ახალი გლობალური სოციალური შეთანხმების ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. მისი თქმით, ახალი სოციალური შეთანხმება თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს უნდა პასუხობდეს და უნდა მოიცავდეს შემდეგ მნიშვნელოვან მიმართულებებს: ადგილობრივი და გლობალური მშვიდობის ხელშეწყობა; დემოკრატიული მმართველობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა; ეკონომიკური ზრდა, რომელიც არა მხოლოდ მშპ-ზე იქნება ფოკუსირებული, არამედ, აგრეთვე, უთანასწორობების შემცირებასა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე; მდგრადი გარემოს უზრუნველყოფა, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა, რაც დაიცავს ქვეყნებსა და პლანეტას; ტექნოლოგიების გამოყენების ეთიკური საკითხების შესწავლა და გათვალისწინება.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო საზოგადოებასთან პარტნიორობის ერთგული და გამოხატა ნაყოფიერ განხილვებში მონაწილეობის მიღების მზაობა, რითიც შესაძლებელი გახდება წვლილის შეტანა სამართლიანი, მდგრადი და წარმატებული გლობალური საზოგადოების შექმნაში.
1744104528
ახალი ამბებიგოჩა მუკბანიანი: ბუტა რობაქიძის საქმეში არის ორი გასროლა [გრიგოლ] ბაშალეიშვილის იარაღიდან - სინამდვილეში, ერთი გასროლა მოხდა, რომელიც იყო საბედისწერო, მეორე გასროლა უკვე დადგმის დროს გასროლილი
გადაცემა „პატრულის“ ყოფილმა ჟურნალისტმა, გოჩა მუკბანიანმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულ, ამირან (ბუტა)...
1744103901
ახალი ამბებისურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს კვერცხი და ხორცპროდუქტები სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს კვერცხი და ხორცპროდუქტები სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები. „ხორცის შეძენისას ყურადღება მ...
1744103474
ახალი ამბებისოზარ სუბარი: ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან ძალიან მალე, ანტიმონოპოლიური სამსახურის მოთხოვნით, ტელევიზიებიდან მოხსნეს და აკრძალეს წამების საწინააღმდეგო ვიდეორგოლი, რადგან ტოტალური კონტროლი იყო ყველაფერზე
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი დ...
1744101676
ახალი ამბებიწულუკიანი: ია მეტრეველი ერთ-ერთი პირველი მსხვერპლია „ხელი არ აგიტოკდეს“ პოლიტიკის, ვინაიდან მისი შვილი, ბუტა რობაქიძე სწორედ ქუჩაში, პოლიციის ხელით იქნა მოკლული სახელმწიფოს მიერ
ია მეტრეველი ერთ-ერთი პირველი მსხვერპლია ხელი არ აგიტოკდეთ პოლიტიკის, ვინაიდან მისი შვილი, ბუტა რობაქიძე სწორედ ქუჩაში, პოლიციის ხელით იქნა მოკლული სახელმწიფოს მიერ, - ამის შესახებ პარლამენტში შექმნილ...
1744101107
ახალი ამბებიბუტა რობაქიძის დედა ახალგაზრდებს: გაითვალისწინეთ, რომ ჩვენნაირი გაუბედურებული ოჯახები იყო ძალიან ბევრი და თქვენნაირი ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც თქვენსავით სიცოცხლე უნდოდათ და სისხლი უჩქეფდათ, დღეს მიწაში წვანან, დახვრიტეს უბრალოდ ქუჩაში
ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ მთავარ თემად ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობა განიხილება, ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა. ია მეტრე...