„შეიძლება, ყველაზე ხშირად საზოგადოებაში ვჩანვარ მე, თუმცა, ჩემს უკან 30 000-მდე ადამიანი დგას, ვინც ყოველდღიურად შრომობს“ - კახა კალაძე

„შეიძლება, ყველაზე ხშირად საზოგადოებაში ვჩანვარ მე, როდესაც ამა თუ იმ პროექტზე ვსაუბრობ, თუმცა, ჩემს უკან 30 000-მდე ადამიანი დგას, ვინც ყოველდღიურად შრომობს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შეჯამებისას განაცხადა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ თბილისი იყოს უფრო ლამაზი და მოწესრიგებული.
დედაქალაქის მერმა, ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის.
„რვა წელი იწურება, რაც დედაქალაქის მერი ვარ. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ამ რვა წლის განმავლობაში, ქალაქისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი უამრავი პროექტი განხორციელდა. რთულია ამ ყველაფრის ჩამოთვლა. შეიძლება ყველაზე ხშირად საზოგადოებაში ვჩანვარ მე, როდესაც ამა თუ იმ პროექტზე ვსაუბრობ, თუმცა, ჩემს უკან 30 000-მდე ადამიანი დგას, ვინც ყოველდღიურად შრომობს, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი, მოწესრიგებული იყოს, კიდევ უფრო მეტი განახლებული ქუჩა, გამზირი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვქონდეს. ესენი არიან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, რომლებიც შრომობენ, რომ თბილისი იყოს სუფთა, ლამაზი, პოპულარული. მინდა, ამ ადამიანებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, პირადად ჩემი სიძლიერე არის ის გუნდი, ვინც ჩემთან ერთად შრომობს.
მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს იმ მხარდაჭერისთვის, რაც დედაქალაქთან მიმართებით აქვს. პოლიტიკური მხარდაჭერისა და გუნდური თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ წარმატებაზე საუბარი, რაც ბოლო წლებში განხორციელდა და რაც მომდევნო წლებში გვაქვს დაგეგმილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1750252039
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7276 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7283 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1750250751
მსოფლიოგანგაშის უმაღლესი დონე კუნძულ ბალიზე - ვულკანის ამოფრქვევის გამო, გაუქმებულია ავიარეისები
ვულკანის ამოფრქვევის გამო, ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალის მიმართულებით ათეულობით ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა. შეფერხებულია ბალიდან მომავალი რეისებიც. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქვეყნის ვულკანოლოგი...
1750250616
საზოგადოებადავით ბაციკაძე, მეორე ვადით, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER, ერა) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, მეორე ვადით, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER, ერა) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ინფორ...
1750249635
საზოგადოებარომის პაპი: ეკლესიის გული ტყდება საომარი ადგილებიდან გამოსული ხმაურით, განსაკუთრებით უკრაინიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ღაზიდან გამოსული ყვირილით, ჩვენ არ უნდა შევეჩვიოთ ომს
ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა რომის პაპმა. ლეონ მე-14 მოუწოდებს ყველა დაპირისპირებულ მხარეს, არჩევანი მშვიდობაზე გააკეთონ და თავი აარიდონ ძლიერი სამხედრო ტექნიკის გამოყ...
1750249369
საზოგადოებაწმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რწმუნებათა სიგელი რომის პაპ ლეონ XIV-ს გადასცა
17 ივნისს, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით მექვაბიშვილმა რწმუნებათა სიგელი გადასცა რომის პაპ ლეონ XIV-ს. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა ელჩის შე...