შს მინისტრმა გორში თავდასხმის შედეგად დაშავებული პოლიციელები მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ გორში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი და დაშავებული პოლიციელები მოინახულა.
მინისტრმა დაზარალებული სამართალდამცველების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. გეკა გელაძე კლინიკაში მოთავსებულ პოლიციელებს გაესაუბრა და მათ გამოჯანმრთელება უსურვა.
მინისტრთან ერთად, დაზარალებული სამართალდამცველები პირველმა მოადგილემ როლანდ მესხმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა კახაბერ მურადაშვილმა მოინახულეს.
მიმდინარე წლის 16 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე რამდენიმე მოქალაქის მხრიდან თავდასხმა განხორციელდა. მომხდარის შედეგად სამ პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს, ხოლო ერთს სახის არეში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მომხდართან დაკავშირებით ბრალდებულის სახით 5 პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
1752681886
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლათს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა, რომელიც თბილისში საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში იმყოფება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ო...
1752680667
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი კორპორაცია „ინდორამას“ მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსთავის აზოტის ინვესტორი კორპორაცია „ინდორამას“ მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ ი...
1752679231
ახალი ამბებისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 27 წელი შესრულდა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა დავით თამაზაშვილმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, I რან...
1752678900
საზოგადოება22:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ....
1752677880
საზოგადოებაგივი ჩხარტიშვილი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც მოქალაქე ამტკიცებს, რომ მერიას და გამგეობას არ შეუთავაზებია ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობა, სიცრუეს უწოდებს
„თევდორე მღვდლის N10-ში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აღნიშნული პიროვნებისთვის, რომელიც „ტვ პირველის“ ეთერში ავრცელებს ინფორმაციას, მერიას და გამგეობას არ შეუთავაზებია ჩანაცვლების პროგრამაში მონაწ...