შსს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულები არიან 1964 წელს დაბადებული ხ.ხ., 1982 წელს დაბადებული თ.მ. და 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ა.ნ.

დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან და სპეციალურად მოწყობილი სათბურებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743362685

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა საგამოძიებო კომისიაზე: მე ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის პერიოდს მივადექით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში

 მე ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის პერიოდს მივადექით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საგამოძიებო კომისაზე საუბრისას. „მთელმა მსოფლ...

გოგა ხაინდრავა

1743362248

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: აქციების დროს ჩვენ გვახსოვს, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანია მიმდინარეობდა ძალიან აქტიურად ევროპული ფულით დაფინანსებული „ენჯეოების“ მიერ, რითაც ახალისებდნენ იმას, რომ თურმე შეიძლება მისი გამოყენება

 აქციების დროს ჩვენ გვახსოვს, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანია მიმდინარეობდა ძალიან აქტიურად, ევროპული ფულით დაფინანსებული „ენჯეოების“ მიერ, რითაც პირდაპირ თუ ირიბად, ახალისებდნენ იმას,...

ლევან მაჭავარიანი

1743359579

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლა უკავშირდებოდა ზუსტად იმას, რომ თავისი ბიზნესი და თავისი თავი როგორმე გადაერჩინა იმ თაღლითური სქემებისგან, რაც მერე გამოჩნდა

 ამბობ, რომ არ სცემ პატივს ქართულ კანონმდებლობას, არ მიდიხარ კომისიაზე, მაგრამ მერე იძულებული ხდები რომ გეშინია დაჭერის და შენ მიერ აღიარებულ არალეგიტიმურ სასამართლოში მიდიხარ, - განაცხადა გადაცემა „ი...

პოლიტიკოსი

1743359515

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, კარგად აწყობილი კავშირებით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია

 არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია, კარგად აწყობილი კავშირებით შიგნით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“პარლამენტის თავმჯდომარის...

გია ვოლსკი

1743357834

მსოფლიო

გრენლანდიის პრემიერი - აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას

 აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენ...

გრენლანდიის პრემიერ