მიხეილ ყაველაშვილი: 31 მარტი ჩვენი სამშობლოს ერთიანობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლოა, ეს დღე გვახსენებს, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ყველაზე ღირებული მონაპოვარია და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური პასუხისმგებლობაა

31 მარტი არის ჩვენი სამშობლოს ერთიანობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლო. ეს დღე გვახსენებს, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ყველაზე ღირებული მონაპოვარია და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური პასუხისმგებლობაა, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი Facebook-ზე.
„დღეს აღვნიშნავთ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს.
1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმის შეკითხვაზე: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ – ქართველმა ხალხმა ერთსულოვნად და მკაფიოდ განაცხადა თანხმობა.
ეს იყო ისტორიული ნაბიჯი საქართველოს საუკუნოვანი ოცნების – თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენისა და მშენებლობის გზაზე, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი.
ნიშანდობლივია, რომ ამ ისტორიული პროცესის მთავარი ფიგურა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია გახლდათ, რომელსაც დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა.
31 მარტი არის ჩვენი სამშობლოს ერთიანობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლო. ეს დღე გვახსენებს, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ყველაზე ღირებული მონაპოვარია და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური პასუხისმგებლობაა. საქართველო შეუპოვრად აგრძელებს სვლას დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე.
დიდება თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს!“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი.
1749721881
ახალი ამბებიროგორი ამინდი იქნება 14-15 ივნისს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 14-15 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართვ...
1749717735
ახალი ამბებივიქტორ ორბანი: უნგრეთი და საქართველო, ორი სუვერენული ქვეყანა, უარს ამბობს, იყოს პაიკი ვინმეს ომში, ჩვენ უარვყოფთ შანტაჟს და ვირჩევთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გზას, მოდით, შევუდგეთ მუშაობას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ორბანი წერს, უნგრეთი და საქართველო უარს ამბობენ, იყვნე...
1749715847
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია მათი მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობა
დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია მათი მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობა, სამართლებრივი სახელმწი...
1749714140
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს
საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილის და ზიზღის კამპანიებს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუ...
1749713963
ახალი ამბებითბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ციფრული დაშვების სისტემა დაინერგება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს. როგორც თბილისის მერმა...