სოსო მანჯავიძე: არ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალების, ფიზიკური და მორალური ანგარიშსწორების, ეკონომიკის ჩამოქცევის, ქვეყნის მიმართ სანქციების შემოღებისთვის ხელის შეწყობის მოწოდებები და პრაქტიკული საქმიანობა დაუსჯელი რჩებოდეს
„არ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალების, ფიზიკური და მორალური ანგარიშსწორების, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევის, ქვეყნის მიმართ სანქციების შემოღებისთვის ხელის შეწყობის საჯაროდ გაჟღერებული მოწოდებები და მი უმეტეს, პრაქტიკული საქმიანობა დაუსჯელი რჩებოდეს, სულ რომ შუაზე გასკდნენ ეს ამაზრზენი ევროპარლამენტარები და უილსონი სალომეზე დაქორწინდეს“, - ამის შესახებ ისტორიკოსი, სოსო მანჯავიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, დამნაშავეების მიმართ გამოვლენილი გულმოწყალება, კანონმორჩილი მოქალაქეების მიმართ სისასტიკეა. მანჯავიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ნარატივების ომის შედეგად ტვინდაზიანებული რევოლუციონერები თავსაც დაიღუპავენ, საზოგადოებას და ქვეყანასაც დაღუპავენ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქმიანობა და მოწოდებები დაუსჯელი დარჩება.
„დამნაშავეების მიმართ გამოვლენილი გულმოწყალება არის სისასტიკე კანონმორჩილი მოქალაქეების მიმართ. ეს ერთი.
მეორე - არ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალების, ფიზიკური და მორალური ანგარიშსწორების, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევის, ქვეყნის მიმართ სანქციების შემოღებისთვის ხელის შეწყობის საჯაროდ გაჟღერებული მოწოდებები და მით უმეტეს, პრაქტიკული საქმიანობა დაუსჯელი რჩებოდეს, სულ რომ შუაზე გასკდნენ ეს ამაზრზენი ევროპარლამენტარები და უილსონი სალომეზე დაქორწინდეს. ამგვარი ქცევაზე რეაგირების აპრობირებული პრაქტიკა არსებობს უამრავ ქვეყანაში, მაგალითად მეზობელ თურქეთში და მისი გაცნობა არაა პრობლემა.
მესამე - შეპყრობილების ახალი ავადმყოფური წამოწყება და მოწოდება, რომ საჭმელში ჩაუფურთხონ ადამიანებს, სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს, სხვათა შორის, რესტორატორების მხრიდანაც. იგივე სურათია ბევრ კლინიკაში, სადაც შეპყრობილი ექიმები პოლიტიკური ნიშნით ასხვავებენ ადამიანებს. ორივე შემთხვევაში ასეთი დაწესებულებები უნდა დაიხუროს.
იმავეს ვიტყვი განათლების სისტემაზე-სკოლები და უნივერსიტეტები, რომლებიც ლიბერმარგინალებმა რევოლუციურ შტაბებად გადააქციეს, უნდა დაექვემდებარონ კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს სასჯელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნარატივების ომის შედეგად ტვინდაზიანებული რევოლუციონერები ჩვენც დაგვღუპავენ, თავის თავსაც და ქვეყნის მომავალსაც“ - წერს სოსო მანჯავიძე.
1736753855
სპორტიანტონიო კონტე - კვარათი ან კლუბით არ ვარ იმედგაცრუებული, კვარა კარგი ბიჭია, იტალიურად ხომ გელაპარაკებით?!
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. „ვერონასთან“ მატჩის შემდეგ მან აღნიშნა, რომ კვარათი ან კლუბით არ არის იმედგაცრუებული, არამედ საკუთარი თავით, რომ...
1736752885
ახალი ამბებიGWP თბილისის რამდენიმე რაიონში წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისში მცხოვრებ მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით აფრთხილებს. „14 იანვარს, ჯვრის მონასტრის მიმდებარედ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრ...
1736750252
მსოფლიოლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
ლოს-ანჯელესში კვლავ გამანადგურებელ ხანძარს ებრძვიან. ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. ოფიციალურმა პირებმა ადრე განაცხადეს, რომ კიდევ 16 დაკარგულად ითვლება. სტიქიის ადგილზე ქ...
1736746304
ახალი ამბებიევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით ხვალ ჩამოვლენ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი საქართველოში ხვალ (14 იანვარს) იგეგმება. საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, შეაფასოს საქართველოს...
1736744737
სოციალური მედია„ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული სამარცხვინო ქცევის იმედადაა“ - შალვა პაპუაშვილი
„ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული სამარცხვინო ქცევის იმედადაა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში...