„სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის“ მიმდინარე წელს 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული
თბილისის მერია „სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას“ განაგრძობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ყოველთვის გვერდში დაუდგება იმ მოქალაქეებს, ვისაც ჯერ კიდევ ესაჭიროება მხარდაჭერა და თანადგომა.
„განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, რომლისთვისაც ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხებია გათვალისწინებული. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ - ყოველთვის გვერდში დავუდგებით იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა ესაჭიროება. ამასთანავე, ყველამ უნდა ვიზრუნოთ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ისე განვითარდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები გაჭირვებული ოჯახი და ადამიანი გვყავდეს. კეთილდღეობა უნდა შევიდეს თითოეული ჩვენი მოქალაქის ოჯახში. ჩვენი პოლიტიკა სწორედ ამისკენ არის მიმართული, რათა ქვეყანაში გვქონდეს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება. ეს უნდა იგრძნოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, თბილისის მერიაში 2022 წლიდან მოქმედებს „სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტით უზრუნველყოფის“ პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და, რა თქმა უნდა, წელსაც ვასრულებთ მას. ვაუჩერის წლიური ღირებულება შეადგენს 500 ლარს, რომლის გამოყენებაც სოციალურად დაუცველ თბილისელ პენსიონერებს წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ამ პროგრამით, საჭიროა მხოლოდ ოჯახის ექიმთან ვიზიტი. პაციენტის შემოწმების შემდეგ ექიმი დანიშნულ მედიკამენტებს სპეციალურ პროგრამაში შეიტანს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი თქმით, პენსიონერს ვაუჩერის განაღდება ელექტრონულად, ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში შეუძლია. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს ბიუჯეტში 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
„ეს პროგრამა წარმატებით მუშაობს. სამი წლის განმავლობაში, 25 ათასამდე ბენეფიციარმა ისარგებლა ამ პროგრამით. ჩვენ წელსაც გვინდა, შესაძლებლობის ფარგლებში, გვერდით დავუდგეთ ამ ადამიანებს და, გარკვეულწილად, შევუმსუბუქოთ ყოველდღიური ყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1738746600
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე მაგისტრალის გადაკეტვაზე: 2-3 დღის განმავლობაში, 24-საათიან რეჟიმში ვსაუბრობდით, რომ აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე დაკავებულებისთვის ბრალდების შეცვლას გამოეხმაურა. „2-3 დღის გა...
1738745051
მსოფლიოABC News: სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის ყველა თანამშრომლის გამოყვანაზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის ყველა თანამშრომლის გამოყვანაზე. განუცხადა ABC News წყარომ. როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, დეპარტამენტი მიზნად ისა...
1738741769
მსოფლიოგრენლანდიაში 11 მარტს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ 11 მარტს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩანიშნა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. როგორც სააგენტო იუწყება, გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმა არქტიკული კუნძულის...
1738741682
საქართველოვლადიმერ ბოჟაძე ახალ რეგულაციებზე: სახელმწიფო ინსტიტუტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება დაიცვან საკუთარი თავი და საკუთარი ქვეყანა
სამ თვეზე მეტია ქვეყანაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისის და ეკონომიკური კრიზისის შექმნის მცდელობა. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ყველა რესურსი, რათა დაიცვას საკუთარი თავი და საკუთარი ქვეყ...
1738741641
საზოგადოებაწავკისში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყო
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ წავკისში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყო - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. სამუშაოების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქ...