სოზარ სუბარი: ჩვენი შიში გქონდეთ - ამას ნერგავდა რეჟიმი და 26 მაისი იყო კულმინაცია, რომლის შემდეგაც ძნელი წარმოსადგენი იყო, იმ ეროვნული ენერგიის აზვირთება, რაც მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას

„იყო განცდა, რომ რეჟიმს უნდოდა ქართველი ერის, ხალხის დაშინება. 26 მაისს ხალხის უსასტიკესი დარბევით თითქოს მიაღწიეს კიდეც მიზანს. ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ხალხი კიდევ ერთხელ, გამოვიდოდა საპროტესტო აქციებზე. მაგრამ 5 თვის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა პირველი განცხადება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რომელმაც ახალი სული შთაბერა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ამით დასრულდა ის რეჟიმი, რომლის დაბრუნება არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, ამას აღარ დაუშვებს ქართველი ერი“, - განაცხადა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა კომისიის სხდომაზე, სადაც განიხილებოდა 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციის დარბევისას ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები.

სოზარ სუბარმა ერთ ფაქტს გაუსვა ხაზი, როდესაც ცნობილ სპორტსმენს ლუკა კურტანიძეს ცემისას აქციაზე გადაეფარა გოგი ქავთარაძე.

გოგი ქავთარაძე და რეზო ესაძე, ქართული კინოსა და თეატრის ეს ორი ლეგენდა, სასტიკად სცემეს 26 მაისის აქციაზე. ამ დროისთვის გოგი ქავთარაძე 72 წლის იყო, რეზო ესაძე - 77 წლის. სუბარის თქმით, ესაა დასტური იმის, რომ რეჟიმის მიზანი ავტორიტეტების განადგურება იყო. „ისინი დამსახურებასთან ერთად, არც ასაკს სცემდნენ პატივს. მათ უნდოდათ ავტორიტეტების განადგურება, რადგან სურდათ ერთადერთი ავტორიტეტი ყოფილიყო ის ადამიანი, რომელიც დღეს „ვივამედში“ განისვენებს, თუ ისვენებს. იყო განცდა, რომ 26 მაისის მანიფესტაციის ასეთი სასტიკი დარბევის მიზანი ქართველი ერის, ხალხის დაშინება იყო.

მართლაც, 26 მაისის შემდეგ გაჩნდა განცდა, თითქოს სააკაშვილმა მიაღწია კიდევაც მიზანს, თითქოს ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ხალხი კიდევ ერთხელ, გამოვიდოდა პროტესტზე. მაგრამ 5 თვის შემდეგ, გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის პირველი განცხადება, რომელმაც ახალი სული შთაბერა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ამით დასრულდა ის რეჟიმი, რომლის დაბრუნებაც არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, ამას არ დაუშვებს ქართველი ერი,“ - განაცხადა სუბარმა.

მან, ასევე, ისაუბრა პოლიციელების როლზე და პარალელი გაავლო 26 მაისის მოვლენებსა და 9 აპრილის ტრაგედიას შორის.

„იქ იყვნენ პოლიციელები, რომელთაც ადამიანის სახე არ ჰქონდათ შენარჩუნებული. იყვნენ ის არაადამიანები, რომელთაც ადამიანობა ჰქონდათ დაკარგული და მათ გვერდით იყო ბევრი ღირსეული პოლიციელი. დღეს რამდენჯერმე ახსენეს 9 აპრილი. 1989 წლის 9 აპრილს ქართველ ხალხთან ერთად, იდგა ქართული მილიცია. მართალია, ფორმალურად ისინი საბჭოთა მილიციელები იყვნენ, მაგრამ გულით და შეგნებით ისინი იყვნენ ქართველები და იყვნენ პატრიოტები. სწორედ ეს პატრიოტი მილიციელები გადაეფარნენ ადამიანებს თავიანთი სიცოცხლის ფასად. რომ არა ისინი, მსხვერპლი იქნებოდა გაცილებით დიდი. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუკი ოდესმე 9 აპრილის სიმბოლოდ ქართველი პოლიციელის ძეგლი აღიმართება. ოდესმე შეიძლება ეს მოხდეს კიდეც, დღეს კი მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დეპუტატმა სხდომაზე პატრიარქის სიტყვებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ მისი მოწოდება ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს. „ქართველ ერზე ხელის აღმართვა არავის ეპატიება” - ეს არის მისი უწმინდესობის სიტყვები. ეს სიტყვები უნდა გაითვალისწინოს როგორც ხელისუფალმა, ასევე ყველა იმ ადამიანმა, რომელიც დღეს ქუჩაში დგას, პროტესტის გამოსახატავად და ამ პროტესტს ხშირად, პოლიციელზე თუ მისგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებზე თავდასხმით გამოხატავს.

და ბოლოს, მინდა ერთი განმარტება გავაკეთო ახალგაზრდებისთვის, ტელეფონების დაშლის თემაზე. დღეს ბატონმა ლუკა კურტანიძემ ახსენა, ტელეფონებს ვშლიდით და სხვა ოთახში გავდიოდით სალაპარაკოდო. წინა სხდომებზეც არაერთმა სტუმარმა თქვა იგივე. ჩვენმა თაობამ კარგად იცის, რას ნიშნავს ეს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ახალგაზრდები, რომლებიც აქ არიან, საერთოდ ხვდებიან, თუ რაზე ვლაპარაკობთ. რა ტელეფონების დაშლასა და რა სხვა ოთახში გასვლაზეა ლაპარაკი, ეს მათთვის გაუგებარია, თითქოს რაღაც მისტიკურ რიტუალთან გვაქვს საქმე. მაგრამ, მაშინდელი რეალობა იყო ასეთი - ყოველი საინფორმაციო იწყებოდა ვიღაცის ფარული სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნებით. ეს იყო პოლიტიკოსების საუბრები კოლეგებთან, იწერდნენ ჟურნალისტებს, დიპლომატებს, ამონტაჟებდნენ, აქვეყნებდნენ და შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ამას წარმოუდგენელ ბრალდებებს მიაბამდნენ ხოლმე. განცდა იყო ისეთი, თითქოს ყველას უსმენდნენ. გასაგებია, რომ ყველა პოლიტიკოსს ნამდვილად უსმენდნენ და სრულიად უკანონოდ, მაგრამ რიგით მოქალაქეებსაც ჰქონდათ განცდა, რომ მათაც უსმენდნენ და სწორედ ამიტომ, იყო გავრცელებული ასეთი ლეგენდა, რომ თუ ტელეფონს დაშლიდი, იქიდან ამოიღებდი კვების წყაროს და მას მოწყობილობიდან შორს დადებდი, შენს საუბარს ვერ მოისმენდნენ. ადამიანებს ეგონათ, რომ უბრალოდ გამორთული ტელეფონიც ისმინებოდა.

ყველამ იცოდა, რომ ფარული ჩანაწერები, რასაც ყოველდღიურად აქვეყნებდნენ ტელევიზიით, უკანონო იყო, მაგრამ რეჟიმი სწორედ ამით ცდილობდა მოსახლეობის დაშინებას. ამ ქმედებით რეჟიმი ნერგავდა განცდას, რომ არა მხოლოდ ყველას უსმენდა, არამედ უსმენდა სრულიად უკანონოდ და მას ამისი არ ეშინოდა, რადგან ძლიერი იყო. რეჟიმი ამას სრულიად შეგნებულად აკეთებდა. რეჟიმი შეგნებულად აჩვენებდა ყველას, რომ მას შეუძლია ავტორიტეტებს აგინოს, დაამციროს, სცემოს ყველას თვალწინ, მოუსმინოს ადამიანებს უკანონოდ, რომ მას არ ეშინია კანონის დარღვევის, რადგან კანონზე მაღლა დგას. ამით ცდილობდნენ საზოგადოებაში შიშის დანერგვას და 26 მაისი იყო კულმინაცია, რომლის შემდეგაც, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ისევ თავიდან აზვირთდებოდა ის ეროვნული ენერგია, რომელიც ააზვირთა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747744869

ახალი ამბები

კახა კალაძე: ბოლო ზარს გილოცავთ ძვირფასო მე-12 კლასელებო! ჩემო უმცროსო მეგობრებო, გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენ ხელშია

თბილისის მერი კახა კალაძე სკოლის კურსდამთავრებულებს ულოცავს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „ბოლო ზარს გილოცავთ ძვირფასო მე-12 კლასელებო! ჩემო უმცროსო მეგობრებო, გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენ...

კახა კალაძე

1747743013

ახალი ამბები

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ არაფორმალური დაფინანსების შემდეგ „ფორმულას“ დაფინანსებაც დაიწყო

მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ არაფორმალური დაფინანსების შემდეგ, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული ტელევიზიის, „ფორმულას“ დაფინანსებაც დაიწყო - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს...

მამუკა ხაზარაძე

1747742848

საზოგადოება

ალბი კორძაია ხოშტარიაზე: რაც შეეხება ელენეს გუშინდელ ბოდვას, არ ვიცი რატომ დაიწყო საუბარი მშვიდობიან პროტესტზე - მისი აღებული კურსი დეკემბერში იყო სწორი და კიდევ 10 წელი სიარულს მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად არავინ აპირებს

რაც შეეხება გუშინდელ ელენეს ბოდვას. არ ვიცი ახლა რატომ და რა მიზეზით დაიწყო საუბარი მშვიდობიან პროტესტზე, ყველამ ვიცით, რომ 4-იანის ოფისში (და არამარტო) დიდი რაოდენობით პიროტექნიკა იყო შენახული, - ასე...

ალბი კორძაია

1747742382

ახალი ამბები

დავით სარაჯიშვილის გამზირზე სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგება დაიწყო

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ დავით სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კვანძის მოწესრიგება დაიწყო, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილ...

დავით სარაჯიშვილის გამზირი

1747741188

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ევროკომისიის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა არის მყარი და ყველა ის არმაგედონის გეგმები, რომელიც ზოგიერთს ამ ქვეყანაში აქვს ფუჭია

„ევროკომისიის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა არის მყარი, მტკიცე და ყველა ის არმაგედონის გეგმები, რომელიც ზოგიერთს ამ ქვეყანაში აქვს საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით, ფუჭია“, - ას...

ლევან მახაშვილი