სოზარ სუბარი: საგამოძიებო კომისიამ უკვე შეასრულა მთავარი ფუნქცია - ადამიანების იმ ნაწილს, რომელსაც ბოლომდე არ აქვთ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი, ისინი იძულებული არიან თქვან, რომ ის რაც იყო, იყო ცუდი

„კომისიამ უკვე შეასრულა მთავარი ფუნქცია. ადამიანების იმ ნაწილს, რომელსაც ბოლომდე არ აქვთ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი, რომელსაც სინდისის ძალიან მცირე ნაწილი მაინც შერჩენიათ, ისინი იძულებული არიან, დღეს თქვან, რომ ის რაც იყო, იყო ცუდი; ის რაც იყო, იყო საშინელება და ეს უკვე, ძალიან სერიოზული შედეგია“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
მან კომისიის მუშაობის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მისივე თქმით, საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის სერიოზული შედეგი, ასევე, არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული უამრავი ადამიანია, რომელთაც მიყენებული ზიანის ანაზღაურება დღემდე ვერ მიიღეს.
„ზოგ შემთხვევაში ეს არის ქონებრივი დანაკარგები, ზოგ შემთხვევაში, როგორც დღეს ვისმენდით, ეს ის არის, რომ წამების მსხვერპლებმა ზიანის ანაზღაურება სახელმწიფოსგან მოითხოვეს და სასამართლო ჯერ არ არის დასრულებული. ამ სასამართლო საქმეების დაჩქარება, ზიანის ანაზღაურება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი.
ასევე, პოლიტიკური შედეგი იქნება საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ გაიმართება. საქმე წავა საკონსტიტუციო სასამართლოში და რასაც ვისმენთ, მე ვერ წარმომიდგენია, რაიმეზე განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, გარდა იმისა, რომ ეს დამნაშავე პარტიები უნდა აიკრძალონ და რეჟიმის შემოქმედებს, რეჟიმის ხელმძღვანელებს, სადაც არ უნდა იყვნენ, რა პარტიაშიც არ უნდა იყვნენ, სამუდამოდ უნდა აეკრძალოთ პოლიტიკაში მოღვაწეობა.
სისხლის სამართლებრივი დევნა იმ ადამიანებზე, რომელთა გვარებიც ახლა ვლინდება - შესაძლოა, ვიცოდით აქამდე, მაგრამ როდესაც საგამოძიებო კომისიაზე მათი გვარები კიდევ ერთხელ გაჟღერდა, ეს არის მტკიცებულება, რომელზეც საქმეები ან უნდა დაჩქარდეს, თუ დაწყებულია გამოძიება, ან ახალ საქმეებზე ძიება უნდა დაიწყოს“, - განაცხადა სუბარმა.
1749488450
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა
„გვინდა წარმოგიდგინოთ საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა, საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის...
1749487190
მსოფლიომარკო რუბიო: უცხოური დახმარება ქველმოქმედება არ არის - ის აშშ-ის ეროვნული ინტერესების ხელშესაწყობად არის შექმნილი
უცხოური დახმარება ქველმოქმედება არ არის - ის აშშ-ის ეროვნული ინტერესების ხელშესაწყობად არის შექმნილი, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ. „უცხოური დახმარება ჩვენს ეროვნულ ინტერესებზ...
1749485108
ახალი ამბებისაქართველოს კულტურის სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი დააფუძნა
საქართველოს კულტურის სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი დააფუძნა. ფესტივალის დაფუძნების შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტროში მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართ...
1749484306
ახალი ამბებიიუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული არქივის თანამშრომლებს არქივების საერთაშორისო დღე მიულოცა
პაატა სალიამ ეროვნული არქივის დირექტორ თეონა იაშვილთან ერთად, არქივის გამორჩეული თანამშრომლები სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა, ორ თანამშრომელს კი, დამსახურებული არქივისტის წოდება მიანიჭა. იუსტიც...
1749476207
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: პირველი ზღაპარი არ არის, რომელიც თინა ბოკუჩავასგან მოვისმინეთ, ეს ქალბატონი რაღაცების შეთხზვაში გაწაფულია
პირველი ზღაპარი არ არის, რომელიც თინა ბოკუჩავასგან მოვისმინეთ. ეს ქალბატონი რაღაცების შეთხზვაში გაწაფულია - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშ...