მამუკა მდინარაძე: თუ შენ უზრუნველყოფ, რომ შენი ქვეყანა მყარად იდგეს და დამოუკიდებლობის ხარისხი გააძლიეროს, მაშინ ყველა მიხვდება მთელს მსოფლიოში, რომ შენთან აგენტებით ბრძოლა არ გამოუვა და დაგელაპარაკებიან თანაბარსწორად

„არა მხოლოდ ეს სკანდალი. ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი ისეთი სკანდალი აგორდა, რომელმაც აბსოლუტურად გააშიშვლა დაფინანსების წყაროებიც და დაფინანსების მიზნებიც, ოღონდ არალეგიტიმური, მავნებლური და არაფორმალური ჯგუფების მიერ გავლენის მოხდენის მცდელობისთვის დალაგებულ დაფინანსებებზეა საუბარი“- განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ონცების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გერმანული გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა, რომლითაც, „ევროკომისია კლიმატურ თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს საეჭვო ლობირებისათვის ფულს უხდიდა და სურდა, რომ ეს საიდუმლოდ დარჩენილიყო“.
„როდესაც ჩვენ გამჭვირვალობის კანონზე ვსაუბრობდით
პირველ წელს და არა მხოლოდ პირველ წელს, ამას რა მოჰყვა ძალიან კარგად გახსოვთ და აბსოლუტურად სამართლიანად შევარქვით ამას ჩვენ საუკუნის აფერა. მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ასეთი თემები დამალულიყო. სხვა ქვეყნებში გასაგებია, მაგრამ ჩვენ ჩვენი ქვეყნის გვტკივა ყველაზე მეტად. იქ ამბავს ვიგებთ, შევწუხდებით, არ მოგვეწონება, შევშფოთდებით კიდეც, მაგრამ ჩვენ ჩვენს ქვეყანაში გვტკივა ეს და ჩვენს ქვეყანაში ვიღაც გავლენის მოხდენას რომ დიდი ფულით აპირებს და ჩვენი ქვეყნის შვილები, ეთნიკურად ქართველები, მაგრამ უსამშობლო ადამიანები რომ ალაგებენ ამ დიდი ფულით გეგმებს, რომლითაც სხვა ქვეყნების წარმომადგენლობის მმართველობა უნდა უზრუნველყონ საქართველოში, ეს არის ყველაზე სამწუხარო“-აღნიშნავს მდინარაძე.
მდინარაძის განცხადებით, „მეგობრობა არსებობს ადამიანებს
შორის და ქვეყნებს შორის არსებობს ინტერესების თანხვედრა და ამ ინტერესების თანხვედრისთვის საჭიროა, რომ შენ მყარად იდგე ორ ფეხზე“
მისივე უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის და მისი სუვერენიტეტის იმგვარად გაძლიერება, რომ ვერც ფულით და ვერც აგენტურით, ვერც ორივეთი ერთად ვეღარავინ იფიქროს და აღარავის ჰქონდეს იმედი, რომ ამ ქვეყანას მართავს.
„თუ შენ უზრუნველყოფ, რომ შენი ქვეყანა მყარად იდგეს და დამოუკიდებლობის ხარისხი შეინარჩუნოს, გააძლიეროს, მაშინ ბოლო ბოლო ყველა მიხვდება მთელს მსოფლიოში, რომ შენთან აგენტებით ბრძოლა არ გამოუვა და დაგელაპარაკებიან თანაბარსწორად. ვიდრე იმედი ექნება ვინმეს, რომ აგენტებით მართავენ შენს ქვეყანას და შენს ქვეყანაში იდენტიფიცირებული არ იქნება ბოლომდე ყველა ადამიანი, ვინც სხვა ქვეყნის და სხვა ჯგუფების ინტერესებს ემსახურება, მანამდე იქნება ჩვენი ქვეყნის მიმართ გარედან დარტყმები. როგორც კი დარწმუნდებიან, რომ ეს შედეგს ვეღარასდროს გამოიღებს, მერე დაგველაპარაკებიან პირდაპირ და არა ზემოდან ქვემოთ. ამიტომ უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის და მისი სუვერენიტეტის იმგვარად გაძლიერება, რომ ვერც ფულით და ვერც აგენტურით, ვერც ორივეთი ერთად ვეღარავინ იფიქროს და აღარავის ჰქონდეს იმედი, რომ ამ ქვეყანას მართავს. ეს არის მთავარი საკითხი. ყველა დანარჩენი, რა თქმა უნდა, შედარებით, მაინც მეორეხარისხოვანია იმიტომ, რომ ამ საკითხიდან გამომდინარეობს“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1749488450
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა
„გვინდა წარმოგიდგინოთ საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა, საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის...
1749487190
მსოფლიომარკო რუბიო: უცხოური დახმარება ქველმოქმედება არ არის - ის აშშ-ის ეროვნული ინტერესების ხელშესაწყობად არის შექმნილი
უცხოური დახმარება ქველმოქმედება არ არის - ის აშშ-ის ეროვნული ინტერესების ხელშესაწყობად არის შექმნილი, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ. „უცხოური დახმარება ჩვენს ეროვნულ ინტერესებზ...
1749485383
ახალი ამბებისოზარ სუბარი: საგამოძიებო კომისიამ უკვე შეასრულა მთავარი ფუნქცია - ადამიანების იმ ნაწილს, რომელსაც ბოლომდე არ აქვთ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი, ისინი იძულებული არიან თქვან, რომ ის რაც იყო, იყო ცუდი
„კომისიამ უკვე შეასრულა მთავარი ფუნქცია. ადამიანების იმ ნაწილს, რომელსაც ბოლომდე არ აქვთ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი, რომელსაც სინდისის ძალიან მცირე ნაწილი მაინც შერჩენიათ, ისინი იძულებული არიან, დღეს თ...
1749485108
ახალი ამბებისაქართველოს კულტურის სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი დააფუძნა
საქართველოს კულტურის სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი დააფუძნა. ფესტივალის დაფუძნების შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტროში მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართ...
1749484306
ახალი ამბებიიუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული არქივის თანამშრომლებს არქივების საერთაშორისო დღე მიულოცა
პაატა სალიამ ეროვნული არქივის დირექტორ თეონა იაშვილთან ერთად, არქივის გამორჩეული თანამშრომლები სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა, ორ თანამშრომელს კი, დამსახურებული არქივისტის წოდება მიანიჭა. იუსტიც...