მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიით, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია, ეს სუსის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს - მე ამ ვერსიის წინააღმდეგი არ ვარ, რადგან ძალიან მომწონს

მე ყველას ძალიან გთხოვთ, არ უარყოთ ეს ვერსია თუ შეიძლება, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ბორტზე, რომლითაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.
მდინარაძის განცხადებით, ასეთი ოპერაციები ფილმებში გვინახავს, შესაბამისად, ბაჩიაშვილის ვერსია მას ძალიან მოსწონს. მისივე თქმით, გამოძიება ყველა შეკითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს.
„ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და ამის შედეგად საქართველოს მსჯავრდებული წამოიყვანა სხვა ქვეყნიდან. ასეთი ოპერაციების შესახებ კინოებში გვინახავს, გაგვიგია და დიდი ინტერესით გვიყურებია, ამიტომ, მოდით, არ უარვყოთ ეს ვერსია და არ ვთქვათ, რომ ეს ასე არ იყო. კიდევ უფრო სერიოზულად თუ მკითხავთ, მე როგორც ვიცი, გამოძიებას მიმართა და ბუნებრივია, არსებობს ვალდებულება, ასეთი საკითხები დეტალურად იქნას გამოძიებული, მათ შორის, მისი დაკავების დეტალები და დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს დეტალურ და ამომწურავ პასუხს. თუმცა, მე წინააღმდეგობას მის მიერ გახმოვანებული ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1749488450
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა
„გვინდა წარმოგიდგინოთ საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა, საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის...
1749487190
მსოფლიომარკო რუბიო: უცხოური დახმარება ქველმოქმედება არ არის - ის აშშ-ის ეროვნული ინტერესების ხელშესაწყობად არის შექმნილი
უცხოური დახმარება ქველმოქმედება არ არის - ის აშშ-ის ეროვნული ინტერესების ხელშესაწყობად არის შექმნილი, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ. „უცხოური დახმარება ჩვენს ეროვნულ ინტერესებზ...
1749485383
ახალი ამბებისოზარ სუბარი: საგამოძიებო კომისიამ უკვე შეასრულა მთავარი ფუნქცია - ადამიანების იმ ნაწილს, რომელსაც ბოლომდე არ აქვთ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი, ისინი იძულებული არიან თქვან, რომ ის რაც იყო, იყო ცუდი
„კომისიამ უკვე შეასრულა მთავარი ფუნქცია. ადამიანების იმ ნაწილს, რომელსაც ბოლომდე არ აქვთ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი, რომელსაც სინდისის ძალიან მცირე ნაწილი მაინც შერჩენიათ, ისინი იძულებული არიან, დღეს თ...
1749485108
ახალი ამბებისაქართველოს კულტურის სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი დააფუძნა
საქართველოს კულტურის სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი დააფუძნა. ფესტივალის დაფუძნების შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტროში მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართ...
1749484306
ახალი ამბებიიუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული არქივის თანამშრომლებს არქივების საერთაშორისო დღე მიულოცა
პაატა სალიამ ეროვნული არქივის დირექტორ თეონა იაშვილთან ერთად, არქივის გამორჩეული თანამშრომლები სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა, ორ თანამშრომელს კი, დამსახურებული არქივისტის წოდება მიანიჭა. იუსტიც...