სროლა დიდ-დიღომში - შემთხვევას სამი მცირეწლოვანი შეესწრო

სროლა დიდ დიღომში - ავტომობილიდან მამაკაცმა ცეცხლი გახსნა.  გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. სროლის მომენტში ადგილზე სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, რომლებიც ფეხით გადაადგილდებოდნენ.

მომხდარის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემთხვევის ადგილიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღო.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ სამი პიროვნება ერთ-ერთ ავტომობილს ქვების სროლით და სიტყვიერი შეურაცხყოფით მისდევდა, რის შემდეგაც აღნიშნული მანქანიდან ერთი ადამიანი გადმოვიდა და გაურკვეველი მიმართულებით სროლა დაიწყო.მათი თქმით, დამნაშავემ ადგილი პოლიციის მისვლამდე დატოვა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"სიჩქარით მოდიოდა მანქანა და უკნიდან აგრესიულად მოსდევდა ხალხი. შეურაცხყოფით, ქვის სროლით და რაღაცა. წინ შუშა ჰქონდა ჩამტვრეული, ამიტომ გზა ვეღარ გააგრძელა, გადმოვიდა მანქანიდან, ერთ-ერთი მათგანი ყვიროდა, რომ „მაგას არ მიუახლოვდეთ, იარაღი აქვსო“. სროლა განახორციელა, აქეთ მხარეს ერთი იდგა, ჯერ იმას ესროლა, მერე აქეთ ისროლა, ერთი ჩვენსკენ გამოიქცა და იმას ესროლა. მე ბავშვს გადავეფარე", - ჰყვება თვითმხილველი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"ვერავინ უშველის, უამრავი ადამიანი დაიღუპება რადგან..." – ნახეთ ლელა კაკულიამ შოკისმომგვრელი რამ იწინასწარმეტყველა  

🔵რუსთავში სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოზარდი მოიტაცეს   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793546933

ახალი ამბები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეგიონების სკოლებში განხორციელებული ფინანსური განათლების პროექტები შეაჯამა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც რეგიონების სკოლებში ფინანსური განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შედეგები და მრავ...

რეგიონების სკოლებში

1793544071

მსოფლიო

იური უშაკოვი აცხადებს, რომ თუ ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკებები სურს, მოსკოვში ჩასვლა შეუძლია და თუ დარეკვა უნდა, პუტინი აუცილებლად უპასუხებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და იმ შემთხვევაში თუკი უკრაინის პრეზიდენტი მას დაურეკავს, პუტინი აუცილ...

იური უშაკოვი

1793541081

სპორტი

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.   მან ფინალში მასპინძელი შიაო ლინი ანგარიშით 15 - 3 დაამარცხ...

სანდრო ბაზაძე

1793538014

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა

„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სას...

ლევან მახაშვილი

1793533138

მსოფლიო

ლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

 ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას  Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...

დაკავება