"სურსათის ფასებთან დაკავშირებით მომზადდება ევროდირექტივის შესაბამისი კანონპროექტი" - პრემიერის თქმით მთავრობა პროდუქტებზე, ფასების დარეგულირებას გეგმავს

"ეკონომიკის სამინისტრო სურსათის ფასებთან დაკავშირებით მოამზადებს კანონპროექტს, რომელიც შეეხება ევროდირექტივას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს კანონპროექტს და რეგულაციები საქართველოშიც დაწესდება.

სურსათის ფასებთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა. აქტიურად იყვნენ ჩართული ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები. ამ პროცესში მთლიანად ჩართულია კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობა. ძალიან ბევრი შეხვედრა გაიმართა როგორც იმპორტიორებთან, ასევე დიდ ქსელებთან, ე.წ. რითეილის მფლობელებთან. სურათი რომელიც გამოიკვეთა, არის შემდეგი – გამოდის, რომ ფასნამატი არის 70-80 პროცენტით, ზოგ შემთხვევებში, გაზრდილია 100 პროცენტით. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი. ამიტომ ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, როგორ დარეგულირდეს ეს საკითხი.

ჩვენ მოვისმინეთ იმპორტიორების განმარტებები, რომ აქედან, 70-80-%-დან მათი მოგება არ არის, არამედ ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია ე.წ. რითეილის, ანუ ამ დიდი ქსელების ერთგვარ წესებზე, რომლებიც მათ მიერ არის განსაზღვრული. სწორედ ამ წესებთან დაკავშირებით გვაქვს სერიოზული, ლეგიტიმური კითხვები. ეს წესები არ არის აპრობირებული, ევროპაში ასეთი წესები არ მოქმედებს. ეს საკითხები დარეგულირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში, ზოგადად, მთელ დასავლურ სამყაროში. ამიტომ, ჩემი დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო ახლა მოამზადებს შესაბამის კანონპროექტს, რომელიც შეეხება ევროდირექტივას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმპორტიორებთან, ასევე დიდი ქსელების წარმომადგენლებთან. პარალელურად, წარვუდგენთ კანონპროექტს პარლამენტს და მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ პარლამენტი მხარს დაგვიჭერს, რათა ეს ევროდირექტივა და რეგულაციები ჩვენც შემოვიღოთ. სხვანაირად, უბრალოდ, ჩვენი მხრიდან უხეში იქნება, განვახორციელოთ ხელოვნური ჩარევები. ამიტომ გამოვნახეთ გზა, რომ ისეთი პრაქტიკა, რომელიც ევროპამ უკვე გაიარა, ჩვენც გადმოვიტანოთ. ამით, რეალურად, სამართლიანი წესები დაწესდება. იმპორტიორებს ექნებათ განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე ე.წ. რითეილს ექნება თავისი განსაზღვრული წესები. ეს არის გამოსავალი, რაც ამ ორკვირიანი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, ფასები შემცირდეს და ძირითადი პროდუქტები არ იყიდებოდეს მაღალი მარჟებით, რადგან ეს ხალხზე აისახება.

ინფლაციაზე როცა ვსაუბრობთ, ინფლაციის გასული თვის მაჩვენებელი იყო 9,4%. აქედან 6,1% არის სურსათის ფასები. ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ როგორც კი დარეგულირდება ეს საკითხები, და ეს შეიძლება ძალიან მალე მოხდეს, ინფლაციაც ჩამოვა იმ ნიშნულზე, რომელიც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული – ამ წლის განმავლობაში დაახლოებით 5%. საბოლოო ჯამში, ეს სიკეთე აისახება ჩვენი ხალხის ჯიბესა და მათ შემოსავლებზე. ამ საკითხზე ასეთი გამოსავალი გამოვნახეთ. მთავრობა მალე გაუგზავნის კანონპროექტს პარლამენტს და იმედია, ძალიან მალე მივიღებთ შესაბამის რეგულაციებს. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ გამოსავალი არ ჩანს. არ გვინდა, ვიღაცას გავუჩინოთ განცდა, თითქოს მთავრობა უხეშად ერევა ბიზნესის საქმიანობაში. ეს ჩვენი ხელწერა და პრაქტიკა არ არის. მინდა, გაცნობოთ, როგორც წამლების შემთხვევაში დავარეგულირეთ და ფასები ჩამოვწიეთ, ასეთივე ევრორეგულაციისა და ევროდირექტივების შემოღება გადავწყვიტეთ. იმედი მაქვს, ფასები ძალიან მალე დაიწყებს შემცირებას“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "მიუხედავად იმისა, რომ ახალი მთვარის პიკი 11:05 საათზე დილით გვქონდა, დღეს მთელი დღის განმავლობაში ძალიან კარგია თუ დაკავდებით" - რას წერს ეზოტერიკოსი

* 10 მარტს მწერალთა სახლში, ისრაელში მცხოვრები პოეტისა და მწერლის მაკა ფაცურიას რიგით მეოთხე წიგნის "უდაბნოთა შინას" პრეზენტაცია გაიმართება   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763201844

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია და არც იმ ნაგებობასთან აქვს კავშირი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია. მისივე განმარტებით, წლე...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1763201708

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ ჟენ იოუცუნმა უმასპინძლა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრ...

გივი მიქანაძემ ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

1763199330

ახალი ამბები

პროკურატურამ მცირეწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მცირეწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგი...

პროკურატურა

1763197491

ახალი ამბები

კახა კალაძე: თუ კონკრეტული დასახლებისთვის აუცილებელია ტაძარი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ პროექტის დამტკიცებას, თუმცა, ნაგებობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, არანაირი კავშირი ეკლესიასთან არ აქვს

კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოქვენებულ ვიდეო მიმართვაში გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ „ფეიკ ნიუსს“, თითქოს „თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესიას ბულდოზერებით...

კახა კალაძე

1763196372

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი IPSOS-ის კვლევაზე: ევროპელმა ბიუროკრატებმა იმდენი ქნეს თავიანთი ქმედებებით, რომ მიწასთან გაასწორეს ევროკავშირის ავტორიტეტი

„ევროპელმა ბიუროკრატებმა იმდენი ქნეს თავიანთი ქმედებებით, რომ მიწასთან გაასწორეს ევროკავშირის ავტორიტეტი“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი გიორგი სოსიაშვილი Ipsos-ის კვლევას, რომლის მიხედვითა...

გიორგი სოსიაშვილი