სუს-ი სოსო გოგაშვილის დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გარდაუვალი გახდა მისი დაკავება.

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და არა ახალ საქმეზე.

ჩხრეკის შედეგად გარდაუვალი გახდა მისი დაკავება“, - აღნიშნავენ სუს-ში და სხვა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ სახლში გვიან ღამით აიყვანეს.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილმა გუშინ დაწერა, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. რამდენიმე დღის წინ კი გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც.

სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍"იმ სპექტაკლით, აგონიაში მყოფმა რეჟიმმა, სხვებს დაუქნია ხელი - არც გაბედოთ ჩვენი შიგნიდან მხილება თუ არა, უარესს მიიღებთო"

📍"ეს არის დასაწყისი - არ მამოძრავებს შურისძიება, ვითხოვ სამართლიანობის აღდგენას" - მალხაზ მაჩალიკაშვილი გოგაშვილის დაკავებაზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745238007

მსოფლიო

სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. სომხური მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს 00:30-დან 01:19 საათამდე სიუნიქის რაიონის სოფელ ხნაწახში განუწყვეტელი სროლის ხმა ისმოდა. სომ...

სომხეთი

1745236499

მსოფლიო

ჩინეთმა აშშ-ის კონგრესის ზოგიერთ წევრს, მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს სანქციები დაუწესა

 ჩინეთმა სანქციები დაუწესა აშშ-ის კონგრესის ზოგიერთ წევრს, მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს....

ჩინეთის დროშა

1745234868

ახალი ამბები

ირაკლი ჩიქოვანი: დღეს მქონდა საშუალება ძმათა სასაფლაოზე მომენახულებინა ჩვენი გმირების საფლავები, მესაუბრა მათი ოჯახის წევრებთან და მადლიერება გამომეხატა მათი თავდადებისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის, პატრიოტიზმისთვის და გმირობისთვის

 მინდა ყველას მივულოცო აღდგომის დღესასწაული. დღეს, მიცვალებულთა ხსენების დღეს მქონდა საშუალება ძმათა სასაფლაოზე მომენახულებინა ჩვენი გმირების საფლავები, მესაუბრა მათი ოჯახის წევრებთან და მადლიერება გა...

 ირაკლი ჩიქოვანი:

1745232786

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა, რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს

დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი...

ოცნება ქართული

1745232035

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: პაპი ფრანცისკე სამუდამოდ დარჩება მსოფლიო ისტორიაში როგორც ღირსების, სიმდაბლისა და თანაგრძნობის სიმბოლო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ წმინდა საყდარს, კათოლიკურ ეკლესიასა და მილიონობით მორწმუნ...

მიხეილ ყაველაშვილი