თამარ ზოდელავა: 2027 წლის პირველი აპრილი ბიზნესსუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის ბოლო ვადაა
„2027 წლის პირველი აპრილი არის ბოლო ვადა, რათა ბიზნესსუბიექტებმა შესაბამისობაში მოიყვანონ მონაცემები და გაიარონ ე.წ. ხელახალი რეგისტრაცია“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თამარ ზოდელავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ბიზნესინსაიდერი“ განაცხადა.
თამარ ზოდელავამ განმარტა ის პროცედურები, რომლებიც ბიზნესსუბიექტებმა ხელახალი რეგისტრაციისთვის უნდა გაიარონ.
„მოგეხსენებათ, რომ იმ მეწარმეებს, რომლებმაც 2026 წლის პირველ აპრილამდე არ გაიარეს ე.წ. ხელახალი რეგისტრაცია, შეუჩერდათ სტატუსი. შეჩერებული სტატუსი ჯერ კიდევ არ ნიშნავს გაუქმებას. ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ბიზნესსუბიექტები ვერ ახერხებენ ამონაწერის მიღებას, არ აქვთ წვდომა საბანკო პროდუქტებზე, ვერ ახორციელებენ საგადასახადო ტრანზაქციებს და ა.შ.
იმისთვის, რომ მათ ყველა ამ სერვისზე წვდომა აღუდგეთ, საჭიროა, შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი სარეგისტრაციო მონაცემები.
მეწარმეებს ხელახალი რეგისტრაციის გასავლელად 2027 წლის პირველ იანვრამდე აქვთ ვადა. თუმცა, თუ ამ დროისთვისაც არ გაივლიან რეგისტრაციას, 2027 წლის პირველ იანვარს მათ გაეგზავნებათ შეტყობინებები და კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე 2027 წლის პირველ აპრილამდე, მიეცემათ ვადა ხელახალი რეგისტრაციის გასავლელად.
2027 წლის პირველ აპრილს გაუქმდება ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელსაც ხელახალი რეგისტრაცია არ ექნება გავლილი. სახელმწიფოს კი ექნება აქტუალური და სანდო მონაცემები ყველა იმ მეწარმის შესახებ, რომელიც აქტიურად ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
1794199809
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
9 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +9 და ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი,...
1794199519
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და აგენტურა გავა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტიდან
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან განაახლებს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის...
1794169243
საზოგადოებაზაზა შათირიშვილი: კარგა ხანია, რაც რადიკალების რიტორიკაში ევროპა იქცა ისეთ რიტორიკულ ფიგურად, რომელსაც რეალურ პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს, ევროპა მათ მეტყველებაში ნიშნავს დაახლოებით აღთქმული მიწა ან ზეციური იერუსალიმი
კარგა ხანია, რაც რადიკალების რიტორიკაში ევროპა იქცა ისეთ რიტორიკულ ფიგურად, რომელსაც რეალურ პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს. ეს არის არა იმდენად პოლიტიკური, რამდენადაც რელიგიური ტერმინი, ევროპა მ...
1794166688
მსოფლიოპოლონეთის პროკურატურამ კრაკოვში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო
პოლონეთის პროკურატურამ, 7 ნოემბერს კრაკოვის ისტორიულ ცენტრში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება „ტერორისტული ხასიათის დანაშაულის“ მუხლით დაიწყო. თავდამსხმელი 2002 წელს დაბადებული კაცია, რომელიც, გამ...
1794164908
საზოგადოებაუკრაინელი ჟურნალისტი: ადამიანები შეძრწუნებულები არიან როდესაც ხედავენ, რომ ქაოსს ეწირება კანონი, კორუფცია კი ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა, საწამებელი კამერის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმ სამწუხარო და უარყოფით რეალობას, რომელიც უკრაინაშია
„ადამიანები შეძრწუნებულები არიან, როდესაც ხედავენ, რომ ქაოსს ეწირება კანონი, კორუფცია კი ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა. ცენზურა სიტყვის თავისუფლებას ახშობს. საწამებელი კამერის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმ...





























