თბილისის მერი ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ორგანიზებით, დედაქალაქში, ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომლის მიზანიც ფინტექის განვითარების სტრატეგიის შესახებ ცნობადობის ამაღლებაა.
კონფერენციას თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან ერთად დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„მიხარია, რომ ჩვენი დედაქალაქი მასპინძლობს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისკენ არის მიმართული. საქართველოში ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა უკვე საკმაოდ განვითარებულია. განსაკუთრებით თვალშისაცემია კომერციული საბანკო სექტორი და მის მიერ დანერგილი ისეთი ინოვაციები, რომლებიც მოქალაქეების ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებს ამარტივებენ. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა იძლევა შესაძლებლობას, კულტურული მრავალფეროვნება და ბიზნესის წარმოების სიმარტივე ფინტექ სექტორში გააერთიანოს, რაც თავის მხრივ, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სერვისების დანერგვის მოთხოვნილებას ზრდის. ტექნოლოგიას შეუძლია, დაძლიოს გეოგრაფიული ბარიერები, გაზარდოს ტრანზაქციების სიჩქარე, უსაფრთხოება, გამჭვირვალობა და როგორც ადგილობრივ მომხმარებლებს, ისე ტურისტებს, მათზე უკეთ მორგებული ფინანსური სერვისები შესთავაზოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური მომსახურება მოიცავს საბანკო, საინვესტიციო, სადაზღვევო და სხვა სახის მიმართულებებს, საქართველოში ფინტექის, როგორც ალტერნატიული ფინანსური სისტემის განვითარება, მნიშვნელოვანია.
„ფინტექი ალტერნატიული ფინანსური სისტემაა და გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური მომსახურება მოიცავს საბანკო, საინვესტიციო, სადაზღვევო და სხვა სახის მიმართულებებს, ჩვენთვის ამ სფეროს განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა და ტექნოლოგიების იმგვარად განვითარება, რომ საერთაშორისო კომპანიებს ჰქონდეთ ქართულ ბაზარზე მარტივად ოპერირების საშუალება, ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ ცნობადობას მოუტანს, გაზრდის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას, ამასთანავე, ხელს შეუწყობს მეტი მოქალაქის დასაქმებასა და განვითარებას. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარებას. დღეს თბილისის მუნიციპალიტეტი, საქართველოში მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობით მოწინავეა, თუმცა ვმუშაობთ ყოველდღიურად, ვახორციელებთ რეფორმებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა და კონფერენციის მონაწილეებს ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
ღონისძიება თემატური პრეზენტაციებითა და პანელური დისკუსიებით გაგრძელდება, რომლის მონაწილეებიც ფინტექის მომავალსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.
კონფერენციას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანი რობერტ ბრეგი, ფინანსური სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
1750419262
საზოგადოება„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილმა, ქონებრივი დეკლარაცია, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო, მის მიერ თანამდებობის დაკავება და უფლებამოსილების შეწყვეტის პერიოდი არ აღემატება 2 თვეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს სიცრუის ტირაჟირებას
საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსების ვალდებულება მას, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პარლამენტის წევრობის კანდიდა...
1750418800
ახალი ამბებიგორში, მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, პროკურატურამ 1 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გორში, ოჯახში ძალადობის და მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამო...
1750418626
მსოფლიოვიქტორ ორბანის განცხადებით, ირანის მთავრობის დაშლას რეგიონში დესტაბილიზაცია მოჰყვება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ირანის მთავრობის დაშლას, მთელი ქვეყნის ჩამოშლა და რეგიონში დესტაბილიზაცია მოჰყვება, რომელიც არაერთ სხვა სახელმწიფოზე გავრცელდება. ორბანი ირანში...
1750418565
საზოგადოება„ქართული ოცნება“: ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსების ვალდებულება ბიძინა ივანიშვილს როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატს დაეკისრა, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მორიგ ჯერზე ცდილობს სიცრუის ტირაჟირებას
პარტია „ქართული ოცნება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ქონებრივი დეკლარაციის შე...
1750418229
ახალი ამბები„ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციის შევსებაზე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მორიგ ჯერზე ცდილობს, სპეკულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიცრუის ტირაჟირებას
„ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციის შევსების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მორიგ ჯერზე ც...