თბილისის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა - ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული გ.მ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული გ.მ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „ალფა-პვპ" და
„კლეფედრონი“ ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260- მუხლის 1-ლი ნაწილი, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748091703

სპორტი

სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის მეოთხედფინალში იასპარეზებს

მადრიდში, ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მიმდინარე მსოფლიო თასზე, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მეოთხედფინალში გავიდა. ბაზაძემ ტურნირზე ჯერ იტალიელი მოფარიკავე 15:11 დაამარცხა, შემდეგ კი რუმინელ...

სანდრო

1748089472

ახალი ამბები

ჩიხელიძე: დასავლეთი ორმაგი სტანდარტით მოქმედებით გვანებივრებს, აშშ-ში დააკავეს აქტივისტი, რომელმაც ინტერვიუს დროს პროკურორს შეაფურთხა, აშშ-ში კრიმინალად შერაცხილი შეფურთხება საქართველოში გამოხატვის თავისუფლებად რატომ მიიჩნევა?

დასავლეთი, ორმაგი სტანდარტით მოქმედებით გვანებივრებს, აშშ-ში პოლიციამ დააკავა აქტივისტი, რომელმაც ინტერვიუს დროს პროკურორს შეაფურთხა. აშშ-ში კრიმინალად შერაცხილი შეფურთხება, საქართველოში გამოხატვის თა...

დავით ჩიხელიძე

1748087300

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ამერიკელ პროკურორზე, სამართალდამცველზე თავდასხმის ნებისმიერი ფორმა ისჯება მძიმედ და პოლიტიკური სპეკულაციები გამორიცხულია - ქართველ პოლიციელზე თუ პოლიტიკოსზე თავდამსხმელის ჰეროიზაციის მცდელობა ამორალურია

ამერიკელ პროკურორზე, სამართალდამცველზე თავდასხმის ნებისმიერი ფორმა არ მიიჩნევა ე.წ. გამოხატვის თავისუფლად, ისჯება მძიმედ და ასეთ კანონდარღვევაზეც პოლიტიკური სპეკულაციები გამორიცხულია, - წერს ანალიტიკო...

ანალიტიკოსი

1748085656

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელ...

დაკავება, პოლიცია

1748085225

ახალი ამბები

მტკვარ­ში მაშ­ვე­ლებ­მა გი­ორ­გი შა­მუ­გი­ას ცხე­და­რი იპო­ვეს

მაშველებმა მტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას სამაშველო სამსახური ადასტურებს.შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავ „ფორდის“ მარკის ავტომობილს...

მტკვარ­ში მაშ­ვე­ლებ­მა გი­ორ­გი შა­მუ­გი­ას ცხე­და­რი იპო­ვეს