თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სარჩელი და „თანავინსტერების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს დაევალა 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება.
გადაწყვეტილება მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა გამოაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ განაცხადა, სასამართლომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.
„საქმე იხილებოდა გამარტივებული წესით. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა და განისაზღვრა 7-დღიანი გასაჩივრების ვადა. დაკმაყოფილდა, ასევე, ჩვენი მოთხოვნა დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება მიემართება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ჩვენ მივმართავთ კანონით განსაზღვრულ ვადებში აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ჩვენი მხრიდან ძირითადი მოთხოვნა იყო, ბიტკოინების დაბრუნება, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ბატონმა გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის 9000-მდე ბიტკოინი მიითვისა. ეს იყო ძირითადი მოთხოვნა, რაც დაკმაყოფილდა. იმ შემთხვევაში, თუ მას არ ექნება, არ აღმოაჩნდება ეს ბიტკოინები, ჩვენ ვიცით, რომ ის ახდენდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას და სხვადასხვა ფორმას აძლევდა ამ მითვისებულ ბიტკოინებს, მაშინ იგი ვალდებული იქნება, დაზარალებულ მხარეს დაუბრუნოს ამ ბიტკოინების ღირებულება გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისათვის არსებული რაოდენობით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ.
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის სოფო ქურდაულის თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას გაასაჩივრებს.
„ამ საქმეზე ჩვენი მთავარი არგუმენტი იყო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ არის საბოლოო, არ არის შესული კანონიერ ძალაში, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება ამ განაჩენის საფუძველზე, განეხილა საქმე დაჩქარებული წესით, ვინაიდან აღნიშნული განაჩენის გასაჩივრების ვადა გიორგი ბაჩიაშვილს გასული არ აქვს. გიორგი ბაჩიაშვილის ქონებას ყადაღა შვიდი მარტიდან ადევს. დაყადაღებულია არა მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილის კუთვნილი ქონება, არამედ სხვა პირების უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც საქმეში არც მხარეს და არცერთი სტატუსით ჩართულები არ ყოფილან, დღეს სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით დაადგინა არა მხოლოდ ბაჩიაშვილის, არამედ სხვა პირების ქონების რეალიზაცია. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ“, – განაცხადა სოფო ქურდაულმა.
1746107126
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: ოპოზიციაში ერთმანეთს ატყუებენ, აგიჟებენ, მერე ამ გიჟობაში დაფინანსებას იღებენ
„ხედვა მოვისმინე, რომ ოპოზიცია ვადამდელი არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს და არჩევნები ტელეფონით უნდა ჩაატარონ, რადიკალურ ოპოზიციაში ამაზეა მსჯელობა. მგონი, გაგვიჭირდება ლეგიტიმაციის მიცემა, ფაქსით რომ ჩ...
1746105306
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7487 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7492 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1746103811
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: სამწუხაროდ, „ევროპის სახალხო პარტია“ მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გულშემატკივრობს
სამწუხაროდ, „ევროპის სახალხო პარტია“ მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გულშემატკივრობს, ალბათ, მათ კონფერენციაზე სააკაშვილისთვის თავისუფალი სკამიც გახსოვთ. ისინი თვლიან, რომ თურმე სააკაშვილი...
1746103234
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ჰუმანურ ბიძინა ივანიშვილს არაერთმა უღალატა, მათ შორისაა გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც სასამართლომ ბიტკოინების დაბრუნება დაავალდებულა, თაღლითობა „პოლიტიკური დევნა“ ვერასდროს იქნება
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აფასებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და „თანაინვესტირებ...
1746102065
ახალი ამბებინინო ფოჩხუა: ბიძინა ივანიშვილის სარჩელი გიორგი ბაჩიაშვილის 9000 ბიტკოინის დაბრუნების თაობაზე, საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა - ასეა, ყოველთვის გაიმარჯვებ, როცა მართალი ხარ
ექსპერტი ნინო ფოჩხუა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სარჩელი და „თანაინ...