თბილისში პოლიციელი დაჭრეს - დაკავებულია ბრალდებული
თბილისში პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მომხდარზე ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ი.დ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სადახლოს გამშვებ პუნქტთან დააკავეს, რა დროსაც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
დანაშაულები 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1990 წელს დაბადებული ლ.მ. რომელიც არის პოლიციის თანამშრომელი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი პოლიციელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, იგი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე.
ლ.მ. ამჟამად მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - წერია განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 დიდ დიღომში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა
🔵 ახმეტის მუნიციპალიტეტში ძიუდოში ვარჯიშის დროს 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა
1793544071
მსოფლიოიური უშაკოვი აცხადებს, რომ თუ ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკებები სურს, მოსკოვში ჩასვლა შეუძლია და თუ დარეკვა უნდა, პუტინი აუცილებლად უპასუხებს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და იმ შემთხვევაში თუკი უკრაინის პრეზიდენტი მას დაურეკავს, პუტინი აუცილ...
1793541081
სპორტიმოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა
მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მან ფინალში მასპინძელი შიაო ლინი ანგარიშით 15 - 3 დაამარცხ...
1793538014
ახალი ამბებილევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა
„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სას...
1793533138
მსოფლიოლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...
1793528397
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...































