თინა ბოკუჩავა: ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ოპოზიციის ერთიანობასთან, პროტესტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ერთიანი პოზიციები არ არსებობს

 ჩემი დღეს აქ მოსვლის ერთადერთი მიზანი იყო, რომ გადმომეცა პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრების გზავნილი, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ, ყოფილ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ოპოზიციის ერთიანობასთან და პროტესტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, ერთიანი პოზიციები არ არსებობს. ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე ოპოზიციამ დრო არ უნდა დაკარგოს.

„მათ [აქციებზე დაკავებული პირების ოჯახებს] აქვთ კონკრეტული მოლოდინები ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ერთიანობასთან, პროტესტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის რეგიონებში გასვლის ჩათვლით, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ არცერთ აღნიშნულ საკითხზე რეალურად, ერთიანი პოზიციები არ არსებობს. ამიტომ, დღეს, როდესაც რეჟიმი რეპრესიების ახალ ტალღას იწყებს და პირდაპირ აანონსებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ჩემი აზრით, ყველაზე ძვირფასია დრო და ნამდვილად არ არის დასაკარგი დრო უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე. ამიტომ, ჩვენი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ არა ყალბი მოლოდინებით, არამედ, ჩვენ-ჩვენი პოლიტიკური და პარტიული პლატფორმით“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743508092

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: მუდამ გვემახსოვრება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისათვის თავგანწირული ქართველი გმირები - არასდროს დავივიწყებთ მათ სიმამაცესა და თავდადებას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღეს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ ჯარისკაცები...

მიხეილ ყაველაშვილი

1743507270

ახალი ამბები

წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „სამუშაოების გამო, 2 აპრილ...

მოძრაობა

1743505510

ახალი ამბები

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.   „საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის დროებითი...

პოლიტიკოსი

1743504360

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: ჩვენი ხელისუფლების დამსახურება იყო, რომ მოვახერხეთ ამ საერთაშორისო სასამართლოების მოგება

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რითაც...

სოზარ სუბარი

1743503869

ახალი ამბები

პარლამენტმა „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მესამე მოსმენით მიიღო

საკანონმდებლო ორგანომ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტით განიმარტება უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებები და წესრიგდება მთელი რიგი საკითხები. კ...

საქართველოს პარლამენტი