ტრაგიკული შემთხვევა ახალქალაქის საავადმყოფოში - ბრალდებები და დეტალები

7 აგვისტოს, ახალქალაქის საავადმყოფოში 26 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც 30 ივლისს ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში იმშობიარა. ახალქალაქში, ექიმების 26-საათიანი ბრძოლის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახლობლები ქალის გარდაცვალებაში ახალციხის საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ და მიაჩნიათ, რომ მშობიარობის შემდეგ ის არ უნდა გაეწერათ.

მზისა ზაზაძე ახალქალაქის საავადმყოფოში 6 აგვისტოს, 12:00 საათზე, უკიდურესად მძიმე, შოკურ მდგომარეობაში, ფილტვისმიერი გულის უკმარისობით გადაიყვანეს.

„ახალციხიდან სახლში წაიყვანეს, ცუდად გახდა, წნევა არ გაუზომეს, დედამ საავადმყოფოში 4 დღე არ მიიყვანა. ჩვენთან მოიყვანეს მაღალი წნევით, პულსი 220 ჰქონდა. სწრაფად გავაუმჯობესეთ მისი მდგომარეობა და რეანიმობილი გამოვიძახეთ. ჩამოსვლის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა და გული გაუჩერდა, გულის გაჩერება 3-ჯერ დაფიქსირდა, გულის რიტმი აღვადგინეთ რეანიმაციული ღონისძიებებით. კატასტროფის მომუშავეები (რეანიმომობილი) ჩვენთან ერთად იყვნენ 4 საათის განმავლობაში, უნდოდათ მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია, რათა გადაეყვანათ. სამინისტრომ იცოდა, ყველამ იცოდა, ვერ გადაიყვანეს, ვერ წაიყვანეს, გულ-ფილტვის უკმარისობა ჰქონდა“, – ამბობს ახალქალაქის საავადმყოფოს ექიმი, რომელიც 26 საათის განმავლობაში პაციენტის გვერდით იმყოფებოდა.

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ახალქალაქის საავადმყოფოდან დახმარებისთვის ახალქალაქში მიიწვიეს სხვადასხვა რეანიმატოლოგები, მაგრამ ყველგან უარი მიიღეს.

მზისას ერთ-ერთი ახლობლის თქმით, მას ქორწინებამდეც ჰქონდა გულის პრობლემები. თუმცა, ჩვენი თანამოსაუბრე მიიჩნევს, რომ ახალციხის საავადმყოფოს მზისა არ უნდა გაეწერა.

„ქორწინებამდე მას გულის ჩივილები ჰქონდა. ორსულობის დროს გინეკოლოგი ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევდა, ფიზიოლოგიური მშობიარობა დიდი სტრესია ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით გულისთვის, არ ამოწმებდნენ და არ გაუკეთებიათ კარდიოგრამა. ფიზიოლოგიური იმშობიარობა არ შეიძლებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად ექიმმა საკეისრო კვეთა არ გაუკეთა. საავადმყოფოდან ძალიან სუსტ მდგომარეობაში გამოწერეს, ფეხზე ძლივს იდგა“, – Jnews-ს გარდაცვლილი ქალის ერთ-ერთმა ახლობელმა თქვა.

მისივე თქმით, ახალქალაქში ჩატარებული გამოკვლევებიდან დადგინდა, რომ ერთი ფილტვი საერთოდ არ ფუნქციონირებდა, თუმცა ახალციხეში ამ ფაქტსაც ყურადღება არ გაამახვილეს.

საკითხის გარკვევის იმედით Jnews-ი დაუკავშირდა ევექსის ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, საპასუხოდ გამოგვიგზავნეს განცხადება ახალციხის საავადმყოფოდან, რომელშიც ეწერა:

„პირველ რიგში, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება პაციენტის გარდაცვალების გამო და მთელი გულით მივუსამძიმროთ ოჯახს. ახალგაზრდა ქალმა ახალციხის ჰოსპიტალში 30 ივლისს, ფიზიოლოგიურად, გართულებების გარეშე იმშობიარა. საავადმყოფოში დაყოვნების პერიოდში მისი მდგომარეობა იყო სტაბილური და ის ბინაზე 3 აგვისტოს, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა. პაციენტის გარდაცვალების მიზეზები შესაბამისი ორგანოების მიერ სამედიცინო ისტორიის დეტალური შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი, რაც, პირველ რიგში, სწორედ ჩვენს ინტერესებში შედის.“, – ნათქვამია ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს განცხადებაში.

ახლობლების თქმით, ორჯერ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, მშობლები და ოჯახი მზად იყვნენ წერილობითი თანხმობის მისაცემად და პასუხისმგებლობის ასაღებად, მაგრამ მაინც არ წაიყვანეს.

ახალშობილი ბავშვის მდგომარეობა კარგია. ვინ არის ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების დამნაშავე, ჯერჯერობით უცნობია, ექსპერტიზის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ფაქტია, რომ 5 დღის ბავშვი დედის გარეშე დარჩა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ივლისის თვეში საქართველოში 718,401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა

🔵6 წლის ბავშვი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, მანქანა დაეჯახა - ავარია ნინოწმინდაში

🔵საბერძნეთი: 41 წლის ქართველ კაცს 12 ტყვია ესროლეს, რამდენიმე ტყვია მას გულ-მკერდის არეში მოხვდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775722087

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: გერმანიის ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა, პრეზიდენტის პოზიციაზე სხვა ადამიანია და 4 ოქტომბრის გადატრიალება ვერ შედგა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ეხმაურება იმ ფაქტს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფო...

ირაკლი ქადაგიშვილი

1775721060

ახალი ამბები

9 აპრილს საქართველოში მიწისძვრა ორჯერ მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბიძგები 9 აპრილს დილით დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ სოფელ დოჭუსთან 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრა

1775719291

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 05:12 საათზე დაფიქსირდა. მიწისძ...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1775718891

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობი...

დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

1775717814

საზოგადოება

მარნეულში ბრალდებულმა კაცს ცივი იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა - განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს. ამის შესახებ...

დაკავება დაკავება