ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა ცესკოსა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც საარჩევნო სამართლის დარგში საავტორო პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს პარტნიორ უნივერსიტეტებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაღრმავებას.
დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამის მიმდინარეობას ცესკოს თავმჯდომარე პირადად გაეცნო და მონაწილე სტუდენტებს აქტუალური საარჩევნო საკითხებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ ესაუბრა, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა. საუბარი ასევე შეეხო 2024-2025 წლებში ჩატარებულ საერთო არჩევნებს, რომელშიც ადმინისტრაციამ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგები წარმატებით დანერგა. აღინიშნა, რომ ხსენებულმა სიახლეებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მომსახურების ხარისხი, ასევე საარჩევნო პროცესის ეფექტიანობა და სისწრაფე. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ვრცლად ისაუბრა დეზინფორმაციაზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიებსა და შედეგებზე.
გიორგი კალანდარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო სამართლის კურსი, ისევე როგორც მსგავსი ტიპის საჯარო ლექციები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაში, საარჩევნო კულტურის განვითარებასა და მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაში. ამგვარი ინიციატივები კი თავის მხრივ ხელს უწყობს ახალგაზრდების დაინტერესებას საარჩევნო პროცესებით და მათ ინფორმირებულ მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესებში.
ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა თსუ-ს რექტორ ჯაბა სამუშიასთან, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკან სალომე დუნდუასთან და თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელ მაია ტორაძესთან, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა არსებული პროექტები, მათი შედეგები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ცესკოს თავმჯდომარემ რექტორს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობისთვის და აღნიშნა, რომ თსუ ერთ-ერთი პირველი სასწავლებელი იყო, რომელიც საარჩევნო სამართლის კურსის ინტეგრირების პროცესში ჩაერთო, წლიდან წლამდე კი მზარდია კურსის გავლის მსურველთა რაოდენობა. შეხვედრას ცესკოს მხრიდან ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და პრესსპიკერი ნათია იოსელიანი ესწრებოდა.
როგორც შეხვედრების დასრულების შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, „საარჩევნო სამართლის კურსი, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია და სწავლების ცენტრი სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ახორციელებს ხელს უწყობს როგორც საარჩევნო კულტურის განვითარებას, ისე ცნობიერების ამაღლებასა და ახალგაზრდების დაინტერესებას საარჩევნო პროცესებით. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჯერ კიდევ 2010 წლიდან შემოუერთდა მემორანდუმს და დღეს სწორედ თსუ-ში გვქონდა საჯარო ლექცია ყველა იმ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დგას თანამედროვე არჩევნების დღის წესრიგში. დღეს ასევე შევხვდით თსუ-ს რექტორს, რომელთანაც განვიხილეთ მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები“.
თავის მხრივ თსუ-ს რექტორმა მადლობა გადაუხადა ცესკოს თავმჯდომარეს ვიზიტისთვის და მიმდინარე პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„უპირველესად მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს, რომ ეწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და შეხვედრა გამართა ჩვენს სტუდენტებთან. ამ შეხვედრამ აჩვენა რამდენად დიდია ინტერესი სტუდენტების მხრიდან საარჩევნო სამართლის მიმართ. აუცილებელია საზოგადოებაში საარჩევნო კულტურის დამკვიდრება და ზოგადად ქვეყანაში, პოლიტიკური კულტურისთვის მნიშვნელოვანია უპირველესად სწორედ არჩევნებისა და საარჩევნო კულტურის გაზრდა,“ - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
2026 წლის გაზაფხულის სემესტრული პროგრამა 9 პარტნიორ უნივერსიტეტში ეტაპობრივად ხორციელდება და მასში მონაწილეობას იღებენ იურიდიული, სოციალურ მეცნიერებათა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის III-IV კურსის სტუდენტები.
ცესკოს, სწავლების ცენტრსა და უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საარჩევნო სამართლის დარგში საავტორო პროგრამა 2010 წლიდან უწყვეტად ხორციელდება თბილისსა და რეგიონებში მოქმედ პარტნიორ უნივერსიტეტებში. დღემდე პროექტში მონაწილეობა 9 900-მდე სტუდენტმა მიიღო, რაც ნათლად ასახავს პროექტის მდგრადობასა და მის მნიშვნელოვან როლს საარჩევნო განათლების განვითარებაში.

1776434764
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭე...
1776434149
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი, ამის განმეორება არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ
საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი. ამის განმეორება ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჯერ იყო...
1776432318
მსოფლიოტრამპმა ჰორმუზის სრუტეს ირანის სრუტე უწოდა და მისი გახსნისთვის ისლამურ რესპუბლიკას მადლობა გადაუხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ჰორმუზის სრუტეს ირანის სრუტე უწოდა და მისი გახსნისთვის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. „ირანმა ახლახან განაცხადა, რომ ირან...
1776431391
სპორტიკარიერაში მეორედ - ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონია!
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. მან ფინალში მან აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩე...
1776431173
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6936 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6946 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...































