წულუკიანი: კონკრეტულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა სააკაშვილი, ჩაიკეტებოდნენ ბიჭები და იღებდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ისე, რომ პრემიერსაც არ აყენებდნენ საქმის კურსში

 ახსნა-განმარტების მომცემმა პირმა დაადასტურა, რომ საქართველომ მიხეილ საკაშვილის მმართველობის პერიოდში, 2008 წლამდე, სულ მცირე, ორჯერ გაიარა ბეწვის ხიდზე. 2004 წლის აგვისტოში და 2006 წელს საომარი მოქმედებები აიცილა, ანუ აიცილა აგვისტოს ომი. ეს დადასტურდა სხვადასხვა პირის ოფიციალური განმარტების შედეგად, - ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიი თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა საქართველოს დამატებით დაუკარგა 111 სოფელი ცხინვალის რეგიონში.

„ასევე, დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ 400-მდე სოფელი იქნა ოკუპირებული 90-იან წლებში ცხინვალის რეგიონში და აგვისტოს ომის შედეგად დამატებით სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა საქართველოს დაუკარგა 111 სოფელი ცხინვალის რეგიონში. ვიმედოვნებთ, რომ ეს ოკუპაცია დროებითია და სამუდამოდ დაკარგული ტერიტორიები არ გახლავთ.

დღევანდელი სხდომის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ არაერთმა მაღალი თანამდებობის პირმა, რომლებიც იმ დროს ამ პოზიციებს იკავებდნენ, დაადასტურეს, რომ სააკაშვილის რეჟიმს, იცოდა რა წინასწარ, რომ საომარი მოქმედებები იწყებოდა, არ შეუტყობინებია ცხინვალის რეგიონში მყოფი ჩვენი მოსახლეობისთვის. არ შეუტყობინებია დაუცველი, შეუიარაღებელი პირებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმის შესახებ, რომ ისინი იყვნენ სასიცოცხლო საფრთხის წინაშე.

რეალურად, მოსახლეობა ჩატოვეს და არაერთი მათგანი გადარჩა სხვადასხვა პიროვნული ინიციატივის წყალობით, რომ მათ ურეკავდნენ ნათესავები, ინფორმირებული პირები, ეუბნებოდნენ, თავს უშველე, გაიქეცი და ვინც იქ ჩარჩა, ან რუსული ბომბების ქვეშ დაიღუპნენ, ან დახვრიტეს. ჩვენ უკვე შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს, შესაძლოა, ყოფილიყო განზრახ გაკეთებულიც, რათა შემდეგ სააკაშვილს სალაპარაკოდ ჰქონოდა, რომ დაუხოცეს საქართველოს სამოქალაქო მოსახლეობა, რაც ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად შეეძლო, თავიდან აეცილებინა ეს ყოველივე“, - განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, თეა წულუკიანის განცხადებით, ხვალ დაგეგმილ სხდომაზე გამოკითხვაზე არიან დაბარებულები ყოფილი სამხედრო თანამდებობის პირები: ზაზა გოგავა, მამუკა ყურაშვილი და ასევე, შალვა ჯანაშვილი.

„ის რეჟიმი, რომლის საქმიანობასაც ჩვენი კომისია სწავლობს, რუსეთის წინააღმდეგ ან არ იბრძოდა, ან იბრძოდა ისე, რომ გაწირავდა ხოლმე საკუთარ ჯარისკაცს, სამოქალაქო პირს და სახელმწიფო ინტერესს. ამ შეცდომის გამოსწორება მოუწია „ქართულ ოცნებას“ ჰააგის სასამართლოში, სტრასბურგის სასამართლოში, ასევე დაზარალებული სამოქალაქო მოსახლეობისთვის ქმედითი შველის და მზრუნველობის აღმოჩენის მიმართულებით.

დღევანდელი სხდომიდან გამოიკვეთა, რომ ეს იყო კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სააკაშვილი, რომელსაც ზოგიერთმა გამომსვლელმა „პოლიტიკური ელიტა“ უწოდა. ჩაიკეტებოდნენ ბიჭები სააკაშვილის ხელმძღვანელობით და იღებდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ისე, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც კი სათანადოდ და ეფექტურად არ აყენებდნენ საქმის კურსში.

ჩვენ ასევე უნდა დავინტერესდეთ, სააკაშვილი და მისი ამფსონები, რომელთაგან ერთ-ერთი, ირაკლი ოქრუაშვილი დღეს არ გამოცხადდა, ხომ არ მოქმედებდნენ ვიღაცის ან რაღაცის ზეწოლის ქვეშ. ეს, შესაძლოა, ყოფილიყო ერთი სახელმწიფო, ორი სახელმწიფო, შესაძლოა, ყოფილიყო არაერთი სახელმწიფო, ან სახელმწიფოთა ჯგუფი, ან რაღაც ჯგუფები“, - განაცხადა წულუკიანმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1743272265

ახალი ამბები

მიქანაძე ბალტიისპირეთის ქვეყნებზე: მათი თითოეული განცხადება ატარებს ერთადერთ მიზანს, რომ როგორღაც საქართველო იყოს ჩათრეული იმ პროცესებში, რასაც მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია

 „მათი თითოეული განცხადება ატარებს ერთადერთ მიზანს, რომ როგორღაც საქართველო იყოს ჩათრეული იმ პროცესებში, რასაც მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ ბალტიი...

გივი მიქანაძე

1743268728

ახალი ამბები

ილია მეორე ალბანეთის მთავარეპისკოპოსს: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ალბანეთის ეკლესიის პირველიერარქად დადგინებას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტირანის მიტროპოლიტს და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს, მის უნეტარესობას, იოანეს პირველიერარქად დადგინებას ულოცავს. „საქართველოს მართლმადიდებელი ე...

აა

1743267935

სპორტი

სანდრო ბაზაძემ ბუდაპეშტის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე, ქართველი სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში გერმანელ მატიას სზაბოსთან 12:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეჯიბრების კიდევ ე...

სანდრო ბაზაძე

1743267045

ახალი ამბები

მაჭავარიანი: იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას მოითხოვდით, დღეს ანწუხელიძისა და სხვა ჩვენი გმირების სახელებს ამოფარება, ამორალური და სამარცხვინოა!

„იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, ვინც მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნასა და უკრაინისთვის ჩვენი შეიარაღების გადაცემას, შესაბამისად კი, რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას მოითხოვდით, დღ...

ლევან მაჭავარიანი

1743266874

სპორტი

„იყო მძიმე ტრავმის საფრთხე, მაგრამ „პალერმოსთან“ თამაშისთვის მზადაა“ - „სალერნიტანას“ მწვრთნელი ლოჩოშვილზე

ულ ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და „სალერნიტანას“ „პალერმოს“ წინააღმდეგ მატჩში დაეხმარება. ქართველმა მცველმა დაზიანების გამო მოედანი სომხეთთან შეხვედრის მეორე ტაიმში დატოვა, რის გამოც საპასუ...

ლოჩოშვილი