ვაკეში მოკლული კაცი ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძეა

თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე გასულ ღამეს მოკლული კაცი ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა. დაჭრილია მისი თანმხლები პირიც. ის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, დაჭრილს მსუბუქი დაზიანება აქვს ფეხის არეში და ის უკვე სახლშია გაწერილი.
მოკლული ჭავჭავაძის ქუჩაზე ახლობლის პანაშვიდზე თანმხლებ პირთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, იქიდან გამოსვლის შემდეგ, მას შეიარაღებული პირი დახვდა და ცეცხლი გაუხსნა. ჩანაწერში ჩანს, რომ შეიარაღებული კაცი ცეცხლის გახსნის შემდეგ ჭავჭავაძის ქუჩას კვეთს და მიიმალა.
მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სავარაუდო დამნაშავე ჯერჯერობით დაკავებული არ არის.
თვითმხილველებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. ორი ტყვია მოხვდა ახლოს მდებარე კვების ობიექტსაც.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 108-ე [განზრახ მკვლელობა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე] და 236-ე [ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება] ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
1742042699
მსოფლიოსერბეთში მანქანა საპროტესტო აქციაში შევარდა - არიან დაშავებულები
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ავტომობილი სტუდენტების აქციაში შევარდა. დაშავდა სამი ადამიანი. ამის შესახებ Nexta Live იუწყება. 50 წლის მძღოლი დაკავებულია. დანაშაულის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. სერბეთ...
1742039993
ახალი ამბებიკახი კახიაშვილი საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას აღარ უხელმძღვანელებს
საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას კახი კახიაშვილი აღარ უხელმძღვანელებს. სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა გამგეობის სხდომაზე პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რიგგარეშე არჩევნები 3 აპრილს გაი...
1742038945
ახალი ამბებიე.წ. VIP პალატით სარგებლობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ პაციენტებისთვის კრიტერიუმები განსაზღვრა
ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის პაციენტს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა აღარ მოუწევს, - ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფ...
1742037750
ახალი ამბებიდავით ნარმანია: სემეკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდას
მომხმარებლის დღესთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეულის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. სემეკის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის,...
1742037616
ახალი ამბებიმათიკაშვილი: როდესაც პოლიტიკური პარტია არჩევნებში არ მონაწილეობს, ამას ერთადერთი ახსნა აქვს, დაბალი რეიტინგიდან გამომდინარე, საზოგადოების წინაშე წარდგენის ეშინია
„როდესაც პოლიტიკური პარტია არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში, ერთადერთი ახსნა არის ის, რომ ამ პარტიას ეშინია წარდგეს საზოგადოების წინაშე იმ რეიტინგული მოცემულობიდან და დაბალი რეიტინგიდან გამომდინარე,...