ვაკის პარკში შშმ პირებისთვის ახალი ლიფტი მოეწყო

ვაკის პარკში შშმ პირების უსაფრთხო გადაადგილებისთვის ადაპტირებული ლიფტი მოეწყო.

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ პროექტის ფარგლებში, ძველი, ამორტიზებული კონსტრუქციის დემონტაჟის შემდეგ, ვერტიკალური დახურული პლატფორმა და პანორამული შახტით ჰიდრავლიკური ტიპის ლიფტი დამონტაჟდა.

შესრულებული სამუშაოების ღირებულება 63 000 ლარს შეადგენს.

ახალი ლიფტი „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, გიორგი პაპავამ დაათვალიერა.

„დავასრულეთ პროექტის პირველი ეტაპი და ვაკის პარკის მხარეს მოვაწყვეთ თანამედროვე სტანდარტების, უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი ადაპტირებული ლიფტი, რომელიც აღჭურვილია: სიჩქარის შემზღუდავი სისტემით, აუდიო და ვიზუალური გადატვირთვის სიგნალით, ავარიული გაჩერების ღილაკით, შიდა ვენტილაციისა და ალტერნატიული კვების სისტემით, რომლის მეშვეობითაც, ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, ლიფტი დაასრულებს დაწყებულ მოძრაობას, ასევე, ღილაკები ბრაილის შრიფტით. ზოგადად, ხშირია ვანდალიზმის ფაქტები და მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გავუფრთხილდეთ ახალ ინფრასტრუქტურას და ნუ დავაზიანებთ კონსტრუქციას, აღნიშნული ლიფტი განკუთვნილია შშმ პირებისთვის“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მსგავსი ტიპის ლიფტის მოწყობა, ასევე, დაგეგმილია გზის მეორე მხარეს, თამარაშვილის გამზირის დასაწყისში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში. პროექტის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, შშმ პირებს მარტივად და უსაფრთხოდ შეეძლებათ გადაადგილება მიწისქვეშა გადასასვლელშიც.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745001906

მსოფლიო

სტიქია იტალიაში - დაზარალებულ რაიონებში განგაშის წითელი ნიშნულია ამოქმედებული, საცხოვრებელი ადგილის დატოვება ასობით ადამიანს მოუწია

იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონები სტიქიური უბედურების ზონაა. ყველაზე რთული ვითარებაა პიემონტში, სადაც უხვმა ნალექმა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. ოლქში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. გ...

სტიქია იტალიაში

1745001149

ახალი ამბები

გია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...

გია ვოლსკი

1744999474

ახალი ამბები

ამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება

არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუს...

ანალიტიკოსი

1744997500

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე

„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაუ...

დავით მათიკაშვილი

1744994444

ახალი ამბები

მეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის

„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვარ...

მეუფე შიო